ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა

ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა

access_time2020-12-02 13:30:46

უძრავი ქონების შერჩევის და გაყიდვის პროცესი მთლიანად ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი. ყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელს უმარტივდება უძრავი ქონების შერჩევა, რადგან Livo - ზე  გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მხოლოდ გადამოწმებული განცხადებებია განთავსებული. ასევე მომხმარებელს შეუძლია, მოთხოვნა ლივოს ქოლცენტრის ნომერზე დააფიქსიროს და შერჩევის პროცესში დახმარებას უძრავი ქონების კონსულტანტი გაუწევს, დააკავშირებს მისი მოთხოვნის შესაბამის უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირთან, ბროკერთან ან დეველოპერულ კომპანიასთან.


უძრავი ქონების გაყიდვით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს, საბროკერო და დეველოპრულ კომპანიებს კი აქვთ შესაძლებლობა ლივოს 25 000 კაციანი მყიდველთა ბაზაზე ქონდეთ წვდომა და სწრაფად მოახდინონ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების რეალიზაცია.


ყოვედღიურად, ლივოს ქოლცენტრი 300-მდე პოტენციურ მყიდველს  ესაუბრება და აფიქსირებს მათ მოთხოვნას. დაახლოებით 600 ტრანზაქცია ლივოს დახმარებით ხორციელდება, რაც უძრავი ქონების ბაზრის 20% - ია.


პანდემიამდე, ლივოზე ბინის გაყიდვის პერიოდი საშუალოდ  32 დღე იყო, ახლა 53-მდეა გაზრდილი, გაქირავების პერიოდი კი 30-ის ნაცვლად 57 დღეა.


ლივო მომხმარებელს ციფრულ სივრცეში სთავაზობს შემდეგ სერვისებს:


უძრავი ქონების შეფასება



უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება საერთაშორისო შეფასების სტანდარტის (IVS) - ის მიხედვით და მომხმარებელს ეხმარება უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენაში. შეფასების დასკვნას 24 საათში ელექტრონული ფოსტით იღებს მომხმარებელი. მას აქვს იურიდიული ძალა. ლივოს მიერ თვეში 10 000 - მდე უძრავი ქონების შეფასება ხდება და ჰყავს 11 წლიანი გამოცდილების მქონე შემფასებლების 70 კაციანი გუნდი. ლივოს შეფასებით სარგებლობენ წამყვანი ბანკებიც.


უძრავი ქონების აზომვა


უძრავი ქონების აზომვის მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის მასშტაბით, ლივოს მიერ ხდება შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება. უახლოეს მომავალში დაემატება მიწის აზომვის სერვისი და მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ლივო მომხმარებელს აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მომსახურებასაც სთავაზობს. აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ლივოს საჯარო რეესტრის ავტორიზირებული წარმომადგენელი სტუმრობს მომხმარებელს და ნახაზზს არეგისტრირებს საჯარო რეესტრში.

 

უძრავი ქონების იურიდიული შემოწმება

უძრავი ქონების შემოწმების სერვისი მოიცავს საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებას, მოწმდება უძრავი ქონების სამართელბრივი მდგომარეობა და უფლებრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, ხდება კონსულტაციის გაწევა,  თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო ქონების რეგისტრაციისთვის და რა გავლენას ახდენს აღნიშნული უფლებრივი ნაკლი საკუთრების მართვასა და განკარგვაზე. ეს ყოველივე მომხმარებელს უზოგავს დროს და უზღვევს გაუთვალისწინებელ რისკებს უძრავი ქონების გადაფორმების  დროს. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ განაცხადის შევსება ლივოს პლატფორმაზე, რის შემდეგაც კომპანიის იურისტი ამოწმებს უძრავ ქონებას და მოხმარებელს უგზავნის დეტალური მონაცემებს.

 

უძრავი ქონების 3D (სამგანზომილებიანი) გადაღება


აღნიშნული სერვისიც გასაყიდი ან გასაქირავებელი უძრავი ქონების მარტივად დათვალიერებასა და მომხმარებლის დროის დაზოგვაზეა გათვლილი. 3D ვირტუალური ტური არსებულ უძრავ ქონებას ზუსტად იდენტურს წარმოაჩენს ციფრულ სივრცეში. მომხმარებელი აღიქვამს რეალურ ზომებს, ფერებს და სხვა ყველა დეტალს. გასაყიდად ან გასაქირავებლად განთავსებულ უძრავ ქონებას, რომლის დათვალიერებაც შესაძლებელია ვირტუალურად,  ჰყავს უფრო მეტი დაინტერესებული მომხმარებელი.


3D გადაღება იდეალურია ბინების, სახლების, სასტუმროების და სხვა კომერციული შენობებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, უძრავი ქონების უკონტაქტოდ გაყიდვის ან გაქირავების შესაძლებლობაა.

 

უახლოეს მომავალში Livo.ge - ს კიდევ ბევრი ახალი სერვისი დაემატება, რაც მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესს გაუმარტივებს.

 

(R)


თეგები:
ლივო



Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...


მსგავსი სიახლეები

up