LiveTrade - წელს შამპანური ტექნოლოგიებზე და ბიტკოინზე მეტად გაძვირდა

LiveTrade - წელს შამპანური ტექნოლოგიებზე და ბიტკოინზე მეტად გაძვირდა

access_time2021-12-28 18:30:00

სასმელების „ბორდოს ინდექსის“ (Bordeaux Index) მართვის პლატფორმა LiveTrade-ის მონაცემებით, 2021 წელს ონლაინ პლატფორმებზე ფასების მაქსიმალურად მატების 20 ინდექსიდან 15 შამპანურზე მოდის.



Reuters-ის შეფასებით, წელს შამპანურის ბოთლებმა დიდი ტექნოლოგიებით (Big Tech-ით) დაწყებული, ბიტკოინებით დამთავრებული, ფინანსური ბაზრის ყველა ძირითად აქტივს აჯობა. ონლაინ პლატფორმებმა, რომლებიც ღვინით, შამპანურითა და სპირტიანი სასმელებით ვაჭრობენ, წელს რეკორდული აქტივობა და ფასების მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს ისევე, როგორც აქციებისა ან სავალუტო ვაჭრობის პლატფორმებმა.



სიას სათავეში 2002 წლის მოსავლის Salon le Mesnil უდგას, რომელსაც „სამურაის მახვილივით მომხიბვლელი ეწოდა. 2021 წელს მისი ღირებულება, როგორც LiveTrade-ზე, ისე ღვინის მეორე პლატფორმა Liv-ex-ზე, 80%-ზე მეტად გაიზარდა და ამჟამად ერთი ბოთლი, დაახლოებით, 11 700 ფუნტ სტერლინგად (15 700 დოლარად) იყიდება. გაძვირების ეს მაჩვენებელი ბიტკოინის ფასის 75%-იან ზრდას აღემატება. ასევე, თითქმის, ხუთჯერ აღემატება Facebook-ის, Amazon-ის, Netflix-ის, Google-ის, Tesla-ს და Microsoft-ის აქციების 18%-იან ზრდის ინდექსს, რომლებმაც ბოლო პერიოდში აქციების მსოფლიო ბაზრის ზრდა განაპირობეს.



70%-ზე მეტად გაძვირდა კომპანია Taittinger-ის Comtes de Champagne 2006, ასევე, 2002 და 1996 წლების Krug, ხოლო Krug 2000-ის, Bollinger La Grande Année 2007-ის, Cristal Rosé 2008-ისა და Dom P2 2002-ის ფასებმა 54-55%-ით მოიმატა.




LiveTrade-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ ო'კონელის თქმით, ღვინით ვაჭრობის წლევანდელი ბუმი რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის არის დაბალი საპროცენტო განაკვეთები, მდიდრების გაზრდილი დანაზოგები, რაც მათ გლობალური ლოქდაუნების დროს დააგროვეს, ასევე, მყარ აქტივებზე მზარდი ფოკუსირება და ინფლაციური წნეხის მატება.



მეთიუ ო'კონელის შეფასებით, შამპანურმა წლის დასაწყისში იმით ისარგებლა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპულ ღვინოებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფისგან გათავსიუფლდა, რადგან ჯო ბაიდენმა ეს გადასახადი გაპრეზიდენტებიდან მალევე შეაჩერა.



LiveTrade-ის მონაცემებით, 2012 და 2013 წლების Cristal წელს მეტნაკლებად გაყიდვადი შამპანური იყო, რასაც 6450 ბოთლით Lafite Rothschild 2014 მოჰყვება, ხოლო Claret-ის ბრენდის 2011, 2012, 2014 და 2017 წლების ბოთლების გაყიდვები 25%-ზე მეტად გაიზარდა.



წელს LiveTrade-ზე რეკორდული, 220 000 ბოთლი გაიყიდა. თითო ბოთლის საშუალო ფასი, დაახლოებით, 230 ფუნტი (308,50 დოლარი) იყო. გაყიდული ბოთლების მეათედზე ფასი 30%-ით გაიზარდა.



The Champagne 50-ის ინდექსი ღვინის მეორე პლატფორმა Liv-ex Fine Wine 1000-ში ყველაზე წარმატებული ქვე-ინდექსი იყო, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 33.8%-ით გაიზარდა.



bpn.ge



თეგები:
შამპანური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up