ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

access_time2019-03-22 17:40:34

29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.


„ღონისძიების განმავლობაში გაიმართება როგორც დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია, ამასთან ერთად იქნება საინტერესო ვორკშოპი იმ თემებზე, რაზეც უშუალოდ წიგნშია საუბარი. ეს თემა არის მოტივაცია, თუ რა ფაქტორები მოქმედებს ადამიანის მოტივაციაზე ცხოვრებისეულ და უფრო მეტად სამუშაო გარემოში. ის უარყოფს იმ წარმოდგენებსა და მიდგომებს,  რაც წინა საუკუნეში არსებობდა მოტივაციის თემაზე და 3 მთავარ კომპონენტზე - ავტონომიაზე, დაოსტატებასა და  მიზანზე დაყრდნობით ურჩევს მკითხველს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მიდგომა მოტივაციასთან მიმართებით. - ამბობს „კომერსანტთან“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ პროექტის მენეჯერი თათია ტურაშვილი.


ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეულნი არიან წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი,  HR კომპანიის - “ინსორსის” დამფუძნებელი მედეა ტაბატაძე , რომელიც ისაუბრებს წიგნზე, ავტორსა და მოტივაციის ავტონომიაზე. მეორე სპიკერი განათლების სპეციალისტი პაატა პაპავა იქნება, რომელიც ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის თემაზე. ივენთი განსაკუთრებით საინტერესო იქნება კომპანიების ხელმძღვანელების, დირექტორების, HR და გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომელთაც უწევთ თანამშრომელთა თუ კლიენტთა მოტივაციაზე ზრუნვა.


„მინდა მივულოცო ქართველ მკითხველებს ამ საინტერესო წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა. წიგნი არ არის მხოლოდ მენეჯერებისთვის განკუთვნილი, ის არის ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს აღმოაჩინოს რა არის მოტივაცია, გაიგოს რომ მხოლოდ გარე მოტივატორები არ არის ის რაც ადამიანის მოტივაციას ქმნის და მნიშვნელოვანია რა გვინდა, რას ვისურვებდით ჩვენთვის. ჩვენი ფსიქოტიპის მიხედვით.“ ამბობს წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი მედეა ტაბატაძე.



როგორც პროექტის მენეჯერი აღნიშნავს, უკვე მიმდინარეობს  რამდენიმე სხვა წიგნის რედაქტირების პროცესი და უახლოეს მომავალში ქართველ მკითხველს მათი შეძენის საშუალება ექნება. 


 „ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბიზნეს მოდელების თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურაზე , ერთ ერთი წიგნი, რომელსაც „ბიზნესმოდელის ნავიგატორი“ ეწოდება, მალე გამოიცემა და 55 ძალიან საინტერესო ბიზნესმოდელს განიხილავს. ერთერთი ყველაზე გამორჩეული, რომელზეც ვმუშაობთ არის საიმონ სინეკის „Start with Why” . ამ წიგნის რედაქტირება თითქმის დასრულებულია და მაისში ან ივნისში ვფიქობთ მის გამოცემას.  გვექნება ღონისძიებები და საინტერესო თემებზე გვეყოლება სპიკერები და ვგეგმავთ საინტერესო აქტივობებს სტუდენტებთან, რაც დაგვეხმარება ბიზნესგანათლების პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. - თათია ტურაშვილი.


თათია ტურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცემულ წიგნებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველის მხრიდან და ეს ყველაფერი სფეროში ცნობიერების ამაღლებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.


„სტუდენტები ჩვენი ერთერთი ყველაზე აქტიური მკითხველები არიან. ერთერთმა ჩვენმა წიგნმა სახელწოდებით Fuckup book, რომელიც ბიზნესმარცხის ისტორიებზე იყო , ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე იყო მარტინ ლინდსტრომის „Buyოლოგია“- ორივე წიგნი გამოცემისთანავე     ბესტსელერებად იქცა.  მხოლოდ ჩვენი პროექტია რომლის ფარგლებშიც სისტემატიურად გამოიცემა წიგნები და ვფიქრობთ რომ ქართველი მკითხველისთვის ძალიან ღირებულ და რელევანტურ ლიტერატურას ვთარგმნით. „ - თათია ტურაშვილი.


პროექტი ლურჯი ოკეანე უკვე მეოთხე წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში უკვე 45-ზე მეტი წიგნი ითარგმნა. მისი არსებობის პერიოდში გაიმართა არაერთი ღონისძიება და ვორკშოპი ბიზნეს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.


(R)






კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...


მსგავსი სიახლეები

up