ლირის გაუფასურების შესაძლო გავლენები ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე და ლარზე

ლირის გაუფასურების შესაძლო გავლენები ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე და ლარზე

access_time2021-10-28 12:00:09

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის  ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება, ზოგიერთი ფინანსისტის აზრით, შეიძლება ქართული ბაზრისთვის ხელსაყრელიც გახდეს მოკლევადიან პერიოდში. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტის გაიაფება უკვე სავსებით შესაძლებელია. თუმცა, შედარებით პესიმისტურად არიან განწყობილი დისტრიბუტორთა ასოციაციაში. რაც შეეხება ლარის კუსზე გავლენას, სებ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ თურქული ვალუტის გაუფასურებას სხვა სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარება აბალანსებს.



ფინანსისტ დავით წიქარიძის შეფასებით, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, საქართველო თურქული ვალუტის გაუფასურების გამო შეიძლება მომგებიან სიტუაციაშიც აღმოჩნდეს.



,,თურქეთთან მყარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი გვაქვს. შესაბამისად, ლირის გაუფასურებამ შეიძლება იმპორტი გაგვიიაფოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დაწყებულია და ზოგიერთი პროდუქტის ფასი შემცირებულია კიდეც, მათ შორის, კარტოფილის, რომლის საიმპორტო ღირებულება ფაქტობრივად განახევრებულია. მთავარია, ცვლილება სამომხმარებლო ბაზარზეც დროულად აისახოს. ნეგატიურ კავშირს თურქულ და ქართულ ვალუტებს შორის ვერ ვხედავ. აქამდე ყოველთვის გვარწმუნებდნენ, რომ ლარი ლირისა და რუბლის გავლენითაც უფასურდებოდა, მაგრამ მიმდინარე ტენდენციამ ეს მითი დაამსხვრია. ლირა კატასტროფულად არის გაუფასურებული, მაგრამ ლარი ჯერ ისევ სტაბილურადაა,  არავითარი კავშირი არ არის ვალუტებს შორის, განსხვავებული ეკონომიკა და პრობლემა გვაქვს. თურქეთში დიდი ექსპორტი რომ გვქონდეს, აშკარად იმოქმედებდა, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქითაა, ამიტომ მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებით მხოლოდ სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ“, - ამბობს წიქარიძე.



თუმცა იმპორტიორები არ ჩქარობენ, ისინი ფიქრობენ, თუკი ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება და თურქული პროდუქცია ადგილზევე გაიაფდება, გარკვეულ გავლენას აქაც მოახდენს, მაგრამ ამისთვის ჯერ ადრეა.

 


დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, იმპორტიორი ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გლობალური გაძვირების ფონზე თურქული პროდუქტის გაიაფებას არ ელიან.

 



,,ჯერჯერობით არაფერი შეინიშნება იმისა, რომ პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ძირითადად, როცა თურქული ლირა უფასურდება, ქართული ლარიც თან მიყვება ხოლმე, არც ამას გამოვრიცხავთ. წინა პერიოდში ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ლირისა და რუბლის გაუფასურებას მიყვება ლარიცო. შესაბამისად ლოგიკას მოწყვეტილია ის, რომ პროდუქცია გაიაფდეს. ამ ეტაპზე ამის მოლოდინი ნუ გვექნება. თუმცა თურქული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდება და იქ დაიწყება ფასების შემცირების პროცესი, ამას ქართული ბაზარიც იგრძნობს. არ მგონია, ამ ეტაპზე ეს  პროცესი დაიწყოს, ფასები მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება.  ახლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ლარიც არ მიყვეს ლირას, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - აცხადებს ივა ჭყონია.



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თურქული ლირის გაუფასურებას ქართულ ლარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 



,,თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ლარის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა რომელიმე ვალუტასთან მიმართებაში კურსს, რაოდენ დომინანტურიც არ უნდა იყოს ეს ვალუტა. და ლარის საშუალო შეწონილი კურსი, რაც არის საქართველოს მთავარ სავაჭრო ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური. რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ 27 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.



მისი თქმით, ლარი ლირასთან მიმართებაში გამყარდა 11%-ით, ხოლო ამავე პერიოდში ლარი რუსულ რუბლთან გაუფასურდა 6.7%-ით.



რაც შეეხება ლარის კურსს, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონაცემით, 27 ოქტომბრისთვის 1 დოლარის ღირებულება 3.1401ლარს შეადგენს.



Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის 1 დოლარი 3.1420 ლარად ივაჭრება.



პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1450 კურსით დაიწყო.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up