ლირის 74%-იანი გაუფასურების ფონზე ლარი 5%-ით გამყარდა

ლირის 74%-იანი გაუფასურების ფონზე ლარი 5%-ით გამყარდა

access_time2021-11-30 17:00:57

თურქული ლირა ისევ უფასურდება. 30 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 სთ-ისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღეურებულება 12.9 ლირას გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 74%-ით აღემატება. იმავე პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში 5%-ით 3.27-დან 3.11-მდე გამყარდა, რითაც იმ უსაფუძვლო განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ლარი ლირის გამო უფასურდებოდა, წერტილი დაესვა.

 


2005 წელს ანკარამ ეროვნული ვალუტის დენომინაცია მოახდინა და მას 6 ნული ჩამოაშორა (10 წლით ადრე 1995 წელს თბილისმა კუპონი ლარით ზისტად ასე ჩაანაცვლა და 1 300 000 კუპონი 1.3 ლარს გაუთანაბრა). განახლებული ლირა კურსს მეტ-ნაკლებად 7 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 2.00-იან ნიშნულს პირველად 2013 წელს გადასცდა, 3.00-იანს 2015 წელს, 2018 წელს პირდაპირ 6.00-იანს, 2020 წელს 8.00-იანს, ხოლო ფსიქოლოგიურ 10.00-იან ნიშნულს 2021 წლის ნოემბერში.

 


ბოლო დეკადაში ლირის ვარდნა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდებოდა ხოლმე. თურქეთს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაეძაბა. ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ ფეთხულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას 5 წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვს. აშშ სირიაში ქურთებს უჭერს მხარს და იარაღითაც ამარაგებს, თურქეთისთვის კი აღნიშნული ნაბიჯი სეპარატიზმის წახალისებაა. ანკარის მხრდიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S400-ების შეძენას ვაშინგტონის მხრიდან მეხუთე თაობის გამანადგურებლების F35-ების მიწოდებაზე ემბარგო მოჰყვა.

 


ოქტომბერში ახალი სკანდალი დაკავაბული ბიზნესმენ ოსმან კავალას გარშემო აგორდა. დიპლომატებმა ანკარას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რის გამოც ერდოღანმა 10 ქვეყნის: აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის ელჩების გაძევება გადაწყვიტა, თუმცა მას შემდეგ, რაც იმავე ელჩებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ თურქეთის შიდა საქმეებში არ ერეოდნენ, ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა.

 



თურქეთი საქართველოსთვის #1 საიმპორტო პარტნიორია. მისი წილი იმპორტში 10 თვის მონაცემებით 17.8%-ს, ორმხრივი ბრუნვის წილი კი 14.8%-ს შეადგენს. სხვა თანაბარ პირობებში ლირის გაუფასურება თურქული პროდუქციის გაიაფებას და იმპორტის მოცულობის ზრდას უნდა იწვევდეს. თუმცა საქართველოში ლირის ვარდნას ლარის ვარდნაც მოჰყვებოდა ხოლმე. 2018 წლის აგვისტოში ლირა დოლართან მიმართებაში 4.90-დან 6.65-მდე გაუფასურდა, იმავე პერიოდში დოლარის ღირებულება 2.45 ლარიდან 2.64 ლარამდე გაიზარდა. 2019 წლის მარტიდან მაისამდე ლირა 5.47-დან 6.07-მდე გაუფასურდა, პარალელურად ლარის კურსიც 2.67-დან 2.80-მდე შეიცვალა. 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ლირა 7.35-დან 8.51-მდე გაუფასურდა, ლარი კი, შესაბამისად, 3.07-დან 3.36-მდე. ლირის გაუფასურება პირდაპირ ლარის გაუფასურებას ვერ გამოიწვევს. წინა მოვლენები ნაწილობრივ შეიძლება ცრუ მოლოდინებით ყოფილიყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი „საგარეო ფაქტორები“ უბრალოდ თავის სამართლებელ მიზეზად იყო დასახელებული.

 

რაც შეეხება ლარში გამოხატულ ლირის კურსს, 2005 წლის იანვარში, დენომინაციის მომენტში 1 ლირა 1.36 ლარი ღირდა, 5 წლის შემდეგ 2011 წლის იანვარში - 1.15 ლარს, 2016 წლის იანვარში 82 თეთრს, 2021 წლის იანვარში 44 თეთრს შეადგენდა, 30 ნოემბრის ოფიციალური კურსი 24 თეთრია.

 


საქართველოს ფულად გზავნილებში თურქეთი მე-7 ადგილს იკავებს. ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში $8.5 მლნ, წლის პირველ 10 თვეში კი $88 მლნ გადმოირიცხა. გზავნილებში მისმა წილმა 4.7% შეადგინა. ლირის ვარდნა გზავნილის მოცულობას ამცირებს. თუ იანვარში თურქეთიდან გამოგზავნილი 1000 ლირა 440 ლარი იყო, დღეს ის 240 ლარია.

 

თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ლარის წლევანდელი გამყარება ვერც იმ არგუმენტით აიხსნება, რომ თითქოს სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები იმდენად გამყარდა, რომ მათ ლირის ვარდნა გადაწონეს.

 


იმპორტში #2 პარტნიორი 10.2%-იანი წილით რუსეთია. რუსეთი 11.4%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს ბრუნვაშიც. 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც 1.4%-ით 74-დან 75-მდე გაუფასურდა.

 


ჩინეთის წილი იმპორტში 8.9%-ს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვაში 10.8%-ს და ორივე შემთხვევაში მესამე ადგილს იკავებს. ჩინური იუანი 11 თვეში მცირედით 2.5%-ით 6.53-დან 6.37-მდე გამყარდა, რაც ლირის 74%-იან ვარდნას ოდნავადაც ვერ დააკომპენსირებდა.

 


იმპორტში მეოთხე ადგილს 6.2%-იანი წილით თავად აშშ იკავებს, ხოლო მეხუთეზე 5.6%-იანი წილით აზერბაიჯანია. 10 თვის მონაცემებით 7.9%-იანი წილით აზერბაიჯანი საქართველოს #4 სავაჭრო პარტნიორია. 11 თვეში აზერბაიჯანული მანათის კურსი არ შეცვლილა და დოლართან მიმართებაში ის ისევ 1.70-ზეა.


გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ლარი ლირა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up