ლირამ ვარდნის ტემპით 3-წლიანი რეკორდი მოხსნა

ლირამ ვარდნის ტემპით 3-წლიანი რეკორდი მოხსნა

access_time2021-11-24 19:00:32

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ვარდნა განიცადა და 8%-ით გაუფასურდა.

 


ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, 3 თვის მანძილზე მესამედ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გამო ცენტრალური ბანკი შეაქო. თუმცა, რეალურად ყველაფერი არც თუ ისე კარგად გაგრძელდა - ლირის კურსმა დევალვაცია განაახლა, და 2018 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა.

 


2021 წლის დასაწყისიდან ლირამ თითქმის 40% დაკარგა. 19 ნოემბერს თურქეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეამცირა.

 


22 ნოემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ეს ეკონომისტების გაფრთხილების მიუხედავად გააკეთა, რომლებიც განაკვეთის შემცირების შედეგად უკონტროლო ინფლაციას პროგნოზირებდნენ, რომელიც ისედაც 20%-ს შეადგენს და რეგიონში საქართველოსაც კი უსწრებს ამ მაჩვენებლით.

 


ერდოღანმა მათი აზრი არ გაითვალისწინა.

 


თურქეთი არ დათმობს პოზიციებს ფინანსური აკრობატების წინაშე, რომლებიც განაკვეთის ზრდას მოითხოვენ, - განაცხადა მან.


 


ფონდ Legal & General Investment Management-ის დირექტორის უდაი პატნაიკის თქმით, ლირას დევალვაცია გარდაუვალი იყო იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი საპროცენტო განაკვეთებს ეომება.

 


ვალუტის ვარდნის შეჩერება შეუძლია დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის არსებობის თუნდაც მცირე ნიშნებს, თუმცა, ამის პერსპექტივა არ არსებობს. ერდოღანი ერთ-ერთია იმ ბიჭებს შორის, ვინც ვა-ბანკზე მიდის, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

 


2019 წლიდან ერდოღანმა 3-ჯერ შეცვალა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ბოლო ეს 2021 წლის მარტში მოხდა, მას შემდეგ, რაც რეგულატორმა განაკვეთი 17%-დან 20%-მდე გაზარდა.

 


ახალი ხელმძღვანელობა პრეზიდენტის დიქტატს დაემორჩილა და სექტემბერში განაკვეთი 18%-მდე, ოქტომბერში 16%-მდე, ხოლო ნოემბერში - 15%-მდე შეამცირა.

 


ოქტომბერში დათხოვნილმა ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა სემიხ ტიუმენა მოუწოდა მთავრობას, შეწყვიტოს ეს ირაციონალური ექსპერიმენტი, რომელსაც წარმატების არც ერთი შანსი არ გააჩნია.

 


 ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეთ კომპეტენტურ და მაღალხარისხიან პოლიტიკას, რომელიც ლირის კურსს და თურქი ხალხის კეთილდღეობას გაუფრთხილდება, - განაცხადა მან.

 


თურქეთის ცენტრალური ბანკი ერდოგანის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ინფლაციას კი არ აკავებს, არამედ ზრდის - ეს აზრი უნიკალურია მსოფლიო ეკონომიკაში და თურქეთის პრეზიდენტის გარდა მას არავინ იზიარებს.  

 


როგორც ჩანს, თურქეთი 2018 წლის კრიზისის პერიოდს უბრუნდება. ამ ეტაპზე უკვე არასაკმარისია საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება, საჭიროა მათ აგრესიული და მნიშვნელოვანო ზრდა, თუ მთავრობას ეროვნული ვალუტის გადარჩენა სურს, - განაცხადა ფონდ BlueBay Asset Management-ის ანალიტიკოსმა ტიმ ეშმა.

 

Financial Times




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up