თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავარდა იმის მოლოდინით, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს დაწევს. სავაჭრო დღის დაწყებისთანავე აზიაში ლირამ 3,4% დაკარგა და $1 თითქმის 11 ლირა ღირდა, წერდა Financial Times.
უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ლირა 10%-ით გაიაფდა, ხოლო წლის დასაწყისიდან - 30% დაკარგა.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის 16-დან 15%-მდე დაწევის გადაწყვეტილება მიიღო.
ლირამ მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოქტომბერში პრეზიდენტმა ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნები, მათ შორის რეგულატორის ხელმძღვანელია 2 მოადგილე გაათავისუფლა თანამდებობებიდან. ოქტომბრის ბოლოს რეგულატორმა საპროცენტო განაკვეთი 18-დან 16%-მდე დასწია.
Financial Times აღნიშნავს, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი ერდოღანის ძლიერი გავლენის ქვეშაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ინფლაციას სწორედ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს და პირობა დადო, რომ თურქეთს მაღალი საპროცენტო განაკვეთების „უბედურებისგან“ იხსნის.