LinkedIn მუშათა კლასისთვის

LinkedIn მუშათა კლასისთვის

access_time2019-11-27 20:30:04

2 უმაღლესი განათლების მიუხედავად, ფედერიკ გოფმა ვერაფრით ვერ ააწყო კარიერა, სანამ არ გადაწყვიტა  სხვებს სამუშაოს მოძიებაში დაეხმაროს.დღეს მისი კომპანია Jobcase, სადაც საშუალო განათლების მქონე ადამიანებს - მზარეულებს, ხელოსნებს, ტაქსისტებს და ა.შ.  ეძლევათ სამსახურის მოძიების საშუალება, ასობით მილიონი დოლარი  ღირს  და  სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზრების დაპყრობისთვის ემზადება.


უფასო რეგისტრაცია  საიტის მომხმარებლებს უხსნის წვდომას მილიონობით ვაკანსიასთან და სულ უფრო მეტი ამერიკელი მიმართავს ამ სერვისს.


„ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ყველასთვის“ - განაცხადა გოფმა, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთა LinkedIn-მა-შექმნა სერვისი, რომელიც  უმაღლესი განათლების დიპლომის არმქონე ამერიკელებსა დასაქმებაში  ეხმარება.


ამჟამად Jobcase  445 მლნ. დოლარი ღირს, მისი წლიური შემოსავალი  100 მლნ. დოლარს შეადგენს. მისი წყაროა 2000 კომპანია, Amazon, Pizza Hut და FedEx-ს ჩათვლით. Jobcase-ს მიზნობრივი აუდიტორიაა 197 მლნ. ამერიკელი უმაღლესი განათლების გარეშე.მათ შორის 110 მლნ. უკვე სარგებლობს საიტის მომსახურეობით და ეს მხოლოდ დასაწყისია.


დიდი ოცეულის ქვეყნების მოსახლეობის 84% არ გააჩნია უმაღლესი განათლება. სწორედ მათზე გათვლა დაეხმარება კომპანიას საერთაშორისო ბაზრის დაპყრობაში და 1 მლრდ-მდე კაპიტალიზაციის გაზრდაში.


52 წლის გოფისთვის  პრობლემები უცხო არ არის. მამამისი, ყოფილი საზღვაო ფეხოსანი, Chrysler-ის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ყიდდა სადაზღვევო პოლისებს. თავად ფედერიკმა დაამთავრო უნივერსიტეტი, თუმცა, მის გამოშვებას დაემთხვა 1990 წლის რეცესია. ის 4 თვე  მისი მშობლიური ქალაქი ტოლიდოს ერთ-ერთ რესტორანში  ჭურჭელს რეცხავდა.



შემდეგ მას გაუმართლა და მას ოკლაჰომა-სიტის ენერგეტიკულ კომპანიაში ინვესტიციების დარგში დირექტორის პოსტი  შესთავაზეს, შემდეგ მან დაიკავა იმავე ქალაქში ერთ-ერთი ხეჯ-ფონდის დირექტორის პოსტი, თუმცა, ამ კარიერას  ბოლო მეორე კრიზისმა - უკვე 2008 წელს მოუღო.


საბოლოოდ, უმუშევრად დარჩენილმა მან შექმნა კომპანია Percipio Media,რომელზეც თავსდებოდა ყველა განაცხადი ვაკანსიების თაობაზე.საიტი იყო წარმატებული, თუმცა,2014 წელს გოფი მიხვდა, რომ მისი პროექტი იყო სასარგებლო უმაღლესი განათლების მქონე კარდრებისთვის, თუმცა, ყველაზე დიდი ნიშა - საშუალო განათლების მქონე ადამიანებია, რომელთა ვაკანსიებზე  არავინ ზრუნავს.


გოფის მონაცემებით, ბოლო 1 წლის მანძილზე საიტის მეშვეობით სამუშაო  მილიონზე მეტმა ადამიანმა იშოვა, რაც თავისთავად არაა დიდი მაჩვენებელი. საუბარია, მომხმარებელთა მხოლოდ 1%-ზე. თუმცა, დამსაქმებლები  ამას კარგ შედეგად მიიჩნევენ.


„კომპანიებს სჭირდებათ კარგი სპეციალისტები  და თუ თქვენ გყავთ 100 მლნ. მომხმარებელი, ბიზნესი აქვეყნებს ვაკანსიებს არა იმიტომ, რომ არის გადაუდებელი აუცილებლობა, არამედ იმიტომ, რომ არ სურთ შანსის გაშვება ხელიდან“ - ამბობს სპეციალისტი პერსონალის მართვის საკითხებში ჯონ კელერი.


გოფის თქმით, მისი სერვისი მომგებიანია, თუმცა 2018 წლიდან ის დებს კაპიტალს ახალი კლიენტების მოზიდვაში და ოცნებობს სამყაროზე, სადაც მისი პლატფორმის მეშვეობით ადამიანები არ მხოლოდ მოიძიებენ უკეთეს სამსახურებს, არამედ  შრომის უკეთესი პირობების მიღწევას შეძლებენ.


„ჩვენ გვსურს დაუჭიროთ მხარი კაპიტალიზმს ისე, რომ გავითვალისწინოთ არა მხოლოდ აქციონერების, არამედ დასაქმებულთა ინტერესები“ - განაცხადა ფედერიკ გოფმა.



Forbes.ru




თეგები:
LinkedIn



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up