Lineate-ი წლის ბოლომდე 100 ადამიანს დაასაქმებს და თებერვალში Lineate-ის განვითარების სკოლას გახსნის

Lineate-ი წლის ბოლომდე 100 ადამიანს დაასაქმებს და თებერვალში Lineate-ის განვითარების სკოლას გახსნის

access_time2022-11-17 18:00:52

ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიაა Lineate-მა საქართველოში რეგიონული ოფისი 2022 წლის ზაფხულში გახსნა და უკვე 80 დასაქმებული ჰყავს.


როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილას“ ეთერში Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა, კომპანიამ გრძელვადიანი ანალიზის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველო იყოს ის ადგილი, რომელიც კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპს უზრუნველყოფს.

 

Lineate-ი 10 წლის წინ აშშ-ში შეიქმნა და ის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის, რომლებიც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების, გადაჭრაში ეხმარებათ.

 

„ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ხმა ამ ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებამდე მივიტანოთ და ავუხსნათ, რომ ტექი არის მომავალი, ჩვენნაირი ქვეყნისთვის შიდა ბაზარი საკმაოდ მწირია და აუცილებელია ისეთი ინდუსტრიები განვითარდეს, რომლებიც გლობალურ ბაზარზეა ორიენტირებული და ტექი ზუსტად ის ინდუსტრიაა, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს,“   განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სერვისები ორიენტირებულია არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანიას 99%-ით ამერიკელი და ევროპელი დამკვეთები ჰყავს.

 

„საქართველოში არსებობს ტექ კომპანიის სტატუსი. ჩვენს კომპანიას ეს სტატუსი 1 თვის წინ მიენიჭა და ამ სტატუსის ფარგლებში რამდენიმე ვალდებულება გვაქვს. პირველი ვალდებულება არის ის, რომ ყველა საერთაშორისო კომპანია აუცილებლად გარე ბაზარზე იყოს ორიენტირებული და შიდა ბაზარზე აქტივობა შეეზღუდოს (ეს იმიტომ, რომ შიდა ბაზარზე არასწორი კონკურენცია არ მოხდეს და საერთაშორისო კომპანიებს უპირატესობა არ მიეცეს). საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების მეორე ვალდებულებაა, რომ თანამშრომლები საქართველოში ჰყავდეს და არა სხვა ქვეყნებში. რაც ძალიან კარგია. რადგან ის ინვესტიცია, რომელსაც ჩვენ თანამშრომლებში ვდებთ და შემდეგ ის შემოსავალი, რომელსაც ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები მიიღებენ, შიდა ბაზარს მოხმარდება და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს,“ თქვა გიორგი ციკოლიამ.




კომპანიას საქართველოში უკვე 80 დასაქმებული ჰყავს. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 100-ამდე გაიზრდება. 2023 წელს კი ამ ციფრის გაორმაგება იქნება შესაძლებელი.

 

გარდა ამისა, კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან ფუნქციონირებს Lineate-ის განვითარების სკოლა, რომელიც შიდა კადრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, რომ საჭირო უნარები შეიძინონ და შემდეგ საქმიანობა კომპანიაში გააგრძელონ.

 

როგორც ციკოლიამ განაცხადა, 2023 წლის თებერვლის ბოლოდან ასეთი სკოლა საქართველოშიც დაიწყებს მუშაობას, რაც ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალების ზრდას შეუწყობს ხელს.

 

„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან (USAID-ი საკმაოდ აქტიურია ამ მიმართულებით), სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და უნივერსიტეტებთან. რამდენიმე პროექტზე ჩამოვყალიბდით, პრესელექციის პროცესს ვიწყებთ და ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოდან პირველ პროგრამას გავუშვებთ“, განაცხადა ციკოლიამ.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up