ლიმონათი "ხილიანის" მწარმოებელი კომპანია ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე შევიდა

ლიმონათი "ხილიანის" მწარმოებელი კომპანია ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე შევიდა

person access_time2016-10-14 10:10:56

 

ლიმონათი "ხილიანის" მწარმოებელმა კომპანიამ ენერგეტიკული სასმელის გამოშვება დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელი ვარაზ ასპანიძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ სასმელი NR.Ge-ის ბრენდით ბაზარზე უკვე 1 თვეა იყიდება.


კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ NR.Ge-ს ფასი ფასი 1 ლარია, შედეგად, კომპანია ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე დაბალფასიან სეგმენტში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციის დაკავებას გეგმავს.


„კომერსანტის" კითხვაზე, თუ როგორ გაუწევს კონკურენციას ბაზარზე არსებულ ენერგეტიკულ სასმელებს და ძირითადად, ვინ იქნება მისი კონკურენტი, ასპანიძე აცხადებს, რომ კომპანიის მიიერ გამოშვებული ახალი ენერგეტიკული სასმელი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას.


„ახალი სასმელი ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თან საკმაოდ წარმატებით. აქედან გამომდინარე, უახლოს მომავალში შესაძლოა, სასმელი NR.Ge-ის ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდეს"-აცხადებს ასპანიძე.



კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა ლიმონათის მწარმოებელი კომპანია ენერგეტიკული სასმელების ბაზრით, ასპანიძე აცხადებს, რომ სანამ კომპანია აღნიშნულ პროექტს დაიწყებდა, კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია და ყოველწლიურად მოხმარება იზრდება."ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ"-ამბობს ასპანიძე.



შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე პროდუქციას, რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მათ შორის, 2016 წლის მაისიდან ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია'' საქართველოში Rad Rain-ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა. ახალი ენერგეტიკული სასმელი Rad Rain- ი ხელმისაწვდომია 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი ღირებულება 1 ლარია.



იაფიან სეგმენტშია კომპანია „პეპსიში" ჩამოსხმული ენეერგეტიკული სასმელი BOOM-იც, ასევე შპს „კანტის" მიერ იმპორტირებული 16TH" (მეთექვსმეტე).



ათი დღეა ენერგეტიკული სასმელის წარმოება დაიწყო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამაც. კომპანია „კასტელი-საქართველომ" სასმელი „არგო" გამოუშვა და მისი ფასი 1 ლარია.



რაც შეეხება თავად ლიმონათის საწარმო „ხილიანს" ,ის 2015 წლის ივლისში, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა და მასში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. "ხილიანი" ამჟამად ენერგეტიკული სასმელის პარარელურად, მსხლის, ტარხუნის, ნაღების, ლიმონის, მოჰიტოს, ყურძნისა და სიტროს ლიმონათის სახეობებს აწარმოებს.

 

კომპანია ევროპის ბაზარზე გასასვლელად მოლაპარაკებებს ისევ აგრძელებს. მოლაპარაკებები, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და პროცესი ტექნიკური საკითხების გამო გაჭიანურდა.ასპანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიდის ავტრიასთან და გერმანიასთან.



ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ექსპორტზე რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ერაყში და თურქეთში გადის.


 




„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...

ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა

ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა
access_time2020-10-20 16:26:31
„ჩვენ შეხვედრის დასაწყისშივე გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ იყო , ფორმაში იყო და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის იმიტომ, რომ არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,“- საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებთან ბიზნეს ასოცაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ბიზნესმა დღის წესრიგში დააყენა. მისი...

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
access_time2020-10-20 14:50:23
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს. პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი...

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

დაიწყოს გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე — საია

დაიწყოს გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე — საია
access_time2020-10-20 16:15:07
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება „გელათის“ დაზიანების ფაქტზე.   „კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას უკავშირებს მცირე ხარვეზებს. სინამდვილეში ეს არის არა მცირე ხარვეზები, არამედ ეს არის ძეგლის დაზიანება, რომელზეც პასუხი უნდა აგოს როგორც [სამუშაოების შემსრულებელი] კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას ჩინოვნიკების...


მსგავსი სიახლეები

up