ლიმონათ „ნექტარის" ექსპორტი შეწყდა

ლიმონათ „ნექტარის" ექსპორტი შეწყდა

person access_time2016-03-03 16:00:53

ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ნექტარი -2008" ექსპორტზე ვეღარ გადის. კომპანია საკმაო რაოდენობის ლიმონათის პარტიებს ყაზახეთში და აზერბაიჯანში უშვებდა, თუმცა, ამ ქვეყნებში განვითარებული სავალუტო კრიზისის გამო, ექსპორტი შეაჩერა.


შპს „ნექტარი-2008"-ის ხელმძღვანელი დავით დალაქიშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, რომ იმის გამო, რომ ამ ორი ქვეყნის ვალუტა ბოლო პერიოდში ძალიან გაუფასურდა, იქაურ დამკვეთებს საგრძნობლად გაუჭირდათ. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის კომპანია ექსპორტს არცერთ ქვეყანაში აღარ ახორციელებს.


„ექსპორტის წილი მთლიან წარმოებაში ძალიან დიდი არ იყო, თუმცა, ამ მიმართულებით შემოსავლების კლებამ მაინც დაგვაზარალა. ვგეგმავ კომუნიკაციას სხვა ქვეყნებთან, ვნახოთ რა იქნება"-აცხადებს დალაქიშვილი.



მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანია 8 სახეობის ლიმონათს აწარმოებს და უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. ლიმონათი 0.5 1 და 2 ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში იყიდება. დალაქიშვილი აცხადებს, რომ 1–ლიტრიანი ლიმონათის ფასი 0.50 ლარია. მისი შეფასებით, სწორედ დაბალი ფასის და მოგების მცირე მარჟის შედეგად ახერხებს კომპანია კონკურენციის გაწევას.


ლიმონათი „ნექტარი" ამ ეტაპზე იყიდება კახეთში, ასევე ქუთაისში,  ასევე ზუგდიდში, აბაშაში, მარნეულსა და რუსთავში.


შპს " ნექტარი -2008"   2008 წლის ზაფხულში, კახეთში, ქალაქ თელავში დაარსდა.




გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან
access_time2019-06-20 20:58:56
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას. აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და...


მსგავსი სიახლეები

up