ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

access_time2019-11-20 11:57:22

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.


როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.


„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია. მე ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მისი უშუალო ჩართულობით, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ამ კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდა. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.




„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით, ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



ამასთანავე, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყება მოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.



„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ, ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩავრთოთ ბიზნესსექტორი იმისთვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.







The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up