„ლილო სითის

„ლილო სითის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

access_time2019-06-08 15:16:29

„ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრიდანმესამე დღეს, ბაზრობის მესაკუთრესა და დაზარალებულებს, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. ტერიტორიას კვლავ სამართალდამცავები იცავენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბაზრობის მესაკუთრე ლაურა ღაჭავა გამოძიების დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც, უცხოელი ექსპერტის ჩამოყვანას აპირებს.

„ჯერ არ დამთავრებულა გამოძიება. პოლიციაში მიმდინარეობს დაზარალებულების დაკითხვა და ზარალის დადგენა. ველოდებით შედეგს. ბაზრობის ტერიტორიას დღის ბოლოს ან ხვალისთვის უკვე გახსნიან. ველოდები გამოძიების პასუხს, მაგრამ პასუხის მიუხედავად, მაინც ვაპირებთ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას. გვინდა, გადავამოწმოთ, სად იყო ხანძრის კერა, ეს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის. უფრო დავწყნარდები, რომ ჩამოვა ექსპერტი”, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზს, ბაზრობის მეპატრონე ამბობს, რომ ელექტროსადენიდან ცეცხლი ვერ გაჩნდებოდა.

„სადენი არ არის სამწუხაროდ. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი გამორთული იყო. აქ კვირაში ორი დღე მუშაობს ბაზრობა. სამუშაო დღე რომ ყოფილი, ვიფიქრებდი, რაღაც ხომ არ დააგდო ვინმემ, მაგრამ ხანძარი არასამუშაო დღეს გაჩნდა”, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. გუშინაც და დღესაც, ლაურა ღაჭავა და მისი შვილები დივერსიას გამორიცხავდენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.


1 არხი


თეგები:
ლილო სითი



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up