ბევრი  მომხმარებელი არ ნიშნავს  ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“  მუშაობა განაახლა

ბევრი მომხმარებელი არ ნიშნავს ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

access_time2020-06-01 16:30:25


„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა.


გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო მოლმა“, მუშაობა სრული დატვირთვით და  რეგულაციის ყველა წესის დაცვით განაახლა, რომელიც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა.  როგორც „კომერსანტთან“ საუბარში კვარაცხელია განმარტავს, სავაჭრო ობიექტის არცერთ მოიჯარეს მაღაზია არ დაუტოვებია.


„დღეს დილით 7 საათიდან გაიხსნა ლილო მოლი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული  ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ.  დღეს მთავარი ამოცანა ნაკადების მართვა იყო, რომელსაც წარმატებით გავართვით თავი.  შემოსასვლელში, ყველას თერმოსკრინინგი უტარდება, არც ერთი მომხმარებელი და მომუშავე პირი სპეციალური პირბადის გარეშე  დახურულ სივრცეში ვერ შემოდის. არც ტრანსპორტის პრობლემა შეინიშნება, შეუფერხებლად მოძრაობს, როგორც სამარშუტო ასევე კერძო ავტომობილები“,-აღნიშნა კვარაცხელიამ.



„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის თქმით, სავაჭრო ობიექტში მაღაზიების 90% მუშაობა განაახლა, 10% კი რამდენიმე დღეში დაუბრუნდება სამუშაო  ადგილს. რაც შეეხება იჯარას, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს და არც ყოველთვიური გადასახადის გაზრდას ვაპირებთ.  


„სივრცეში 6500-ზე  მეტი მაღაზიაა და აქედან  90% უკვე გაიხსნა. 10%  კი  რამდენიმე დღეში განაახლებს მუშაობას. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არც ერთ მოიჯარეს არ დაუტოვებია მაღაზია.  ყველა მათგანის იჯარა უცვლელი დარჩება და არც სამომავლოდ ვგეგმავთ ყოველთვიური გადასახადის გაზრდას.  მარტის თვის სრული იჯარის გადახდის შემდეგ, მათი მდგომარეობა გავითვალისწინეთ და 2 თვის შეღავათი გავუწიეთ. ამ პერიოდში ბევრმა მათგანმა ახალი საქონელიც შემოიტანა, იმ  საბაჟო ტერმინალისა  და ფოსტის დახმარებით, რომელიც ჩვენთან  ოპერირებს,  საქონლის შემოტანაზე პრობლემა არ შეგვქმნია“,-განაცხადა კვარაცხელიამ.


„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი სავაჭრო ობიექტის არსებულ ზარალზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ  ზუსტ რიცხვზე საუბარი ადრეა.


„ ეს პერიოდი მხოლოდ  ორ თვიან ზარალს არ მოიცავს.  იმასაც ვიაზრებთ, რომ 100%  ვერ ავმუშავდებით, რამდენიმე თვე დაკვირვების პერიოდია და ვაჭრობის ტემპიც უნდა გაიზარდოს.  ორ თვიანი პაუზის დროს  ვალები, როგორც  ჩვენ  ასევე მოიჯარეებსაც დაგვიგროვდა და ამ პრობლემის მოგვარებაზე  უნდა ვიზრუნოთ.  მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ვიზიტორი გვყავს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მსყიდველუნარიანია.  ეს ის პერიოდია როდესაც თითქმის ყველამ დაკარგა სამსახური და დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ხოლო წლის ბოლოს გაირკვევა რა ოდენობის ზარალზეა კომპანია“,-განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.


ნათია ლომიძე


თეგები:
ლილო მოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up