„ლილო მოლში“  ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი შედის - სავაჭრო ცენტრის დამატებით 9 ჰექტარზე გაფართოვება იგეგმება

„ლილო მოლში“ ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი შედის - სავაჭრო ცენტრის დამატებით 9 ჰექტარზე გაფართოვება იგეგმება

access_time2019-06-11 15:30:27

„ლილო მოლი“ ფართოვდება. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი კვარცხელია „კომერსანტთან“  საუბრობს. საუბარია, დამატებით დაახლოებით 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებაზე. მისი განმარტებით, პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის იგეგმება, რომელიც ძირითადად საპარკინგე ადგილების შექმნას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი და კალკულაცია. კვარაცხელიას განმარტებით, ტერიტორიის ნაწილი უკვე არის „ლილო მოლის“ საკუთრებაში, ნაწილს  კი კომპანია  უახლოეს მომავალში შეიძენს.


კითხვაზე, აქვს თუ არა „ლილო მოლს“  სავაჭრო ტურიზმის განვითარების პერსპექტივის კუთხით პერსპექტივა, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ობიექტით ბოლო პერიოდია ძალიან ბევრი ტურისტი ინტერესდება. მათ შორის, ვიზიტორები ისრაელიდან, თურქეთი, ირანი და ასე შემდეგ.


ამჟამად ,,ლილო მოლი” 37 ჰექტარზე გაშენებული ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია, როგორც საცალო, ისე - საბითუმო ვაჭრობის სფეროში. კვარაცხელიას განმარტებით, „ლილო მოლი“ ის ადგილია, სადაც ხალხი არჩენს როგორც თავიანთ, ისე სხვის ოჯახებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას ბიუჯეტში ყოველ  წლიურად  დაახლოებით 12-15 მილიონი ლარი შეაქვს.



„ისტორიულად თუ გადავხედავთ, იყო პერიოდი, როდესაც მუშაობდა მხოლოდ პურის ქარხანა და ლილოს ბაზრობა. ეს ჩვენი მეწარმეებისთვის  გადარჩენის ადგილია. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დაახლოებით 6500-მდე მაღაზიაა. ეს ხალხი აქაა დასაქმებული, წარმოიდგინეთ რამდენი ტვირთი აქვს სახელმწიფოს მოხსნილი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს“ -აღნიშნავს კვარაცხელია.


სოფო ქსოვრელი 

 






არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up