„ლილო არენა“ - საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო სივრცე,რომელიც სპორტის მოყვარულთათვის სამოთხე იქნება

„ლილო არენა“ - საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო სივრცე,რომელიც სპორტის მოყვარულთათვის სამოთხე იქნება

access_time2020-02-10 17:30:22

საავტომობილო სპორტის მოყვარულთათვის დედაქალაქში მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. „ლილო არენა“- ასე ერქმევა საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ავტომფლობელებისთვის ერთგვარი სამოთხე იქნება. თბილისის მერიამ სამგორის რაიონში 91 ათასი კვ მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი საავტომობილო სპორტის ფედერაციას კომპლექსის მოსაწყობად უკვე გადასცა. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ გაჩნდა საავტომობილო კომპლექსი აშენების იდეა და რა მომსახურებას შესთავაზებს მომხარებელს.

 

საკითხზე საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს: მევლუდ მელაძე ამბობს, რომ პროექტი საქართველოს გზებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე შეიქმნა.  ავტომრბოლელის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის, რის გამოც ხშირად ქუჩის უკანონო რბოლები ეწყობა.  მისივე განმარტებით, ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონეა,  გახშირებულია ავარიები, მძღოლები და ქვეითები კი დაუცველნი არიან. მევლუდ მელაძე პროექტის შექმნის მიზეზებს დეტალურად განმარტავს:

 

„პროექტის შექმნის ძირითადი მიზეზი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები იყო. უნდა არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანი დაკავდება ავტოსპორტით, ეთამაშება სიჩქარეს და მოიკლავს ჟინს.  

 

ყველა მძღოლი რომელიც ქუჩაში მოძრაობს თვითნასწავლია, რადგან არ არსებობს სკოლები,რომელსაც რაიმე სივრცე ან ბაზა ექნება, სადაც ადამიანი ივარჯიშებს, ამიტომ სწავლობენ მხოლოდ იმას, რაც გამოცდისთვის სჭირდებათ. შემდეგ გამოდიან ქუჩაში  და ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავენ. ეს რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია, რადგან ადამიანი სიტუაციის მიხედვით, თავად სწავლობს მართვას. ჩვენს სპეციალურ სივრცეში ადამიანები მოვლენ, მათ დახვდებათ მოდელირებული სიტუაციები და ივარჯიშებენ. ამ ყველაფრის შემდეგ ქუჩაში ჩვენ კარგი მძღოლები გვეყოლება.

 

სხვადასხვა ტიპის რბოლების, თუნდაც, სამოყვარულოს ჩასატარებლად, ამ ეტაპზე მხოლოდ რუსთავის ავტოდრომი გვაქვს, რომელსაც თავის შეზღუდვები გააჩნია.ის საღამოს  შვიდი საათის შემდეგ არ მუშაობს, არადა დასაქმებულ ადამიანებს სწორედ შვიდი საათის შემდეგ  სცალიათ.

 


საჯარო სკოლებში მოზარდები მხოლოდ თეორიულ ნაწილს სწავლობენ და 17 წლის ასაკში იღებენ მართვის მოწმობას. მათ რა თქმა უნდა ,არანაირი პრაქტიკა არ გააჩნიათ. მაქსიმუმ მამამ, ბიძამ ან მეგობარმა აუხსნა ერთი-ორი რამ, ან ავტოსკოლის მასწავლებელთან რამდენიმე გაკვეთილზე მივიდნენ, ადამიანთან რომელსაც არანაირი ლიცენზია არ გააჩნია და ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. შემდეგ ეტაპზე სწორედ ამას ვგეგმავთ, რომ მასწავლებლები და ავტო სკოლები ლიცენზირებული იყოს. წარმოიდგინეთ რომ 17 წლის ასაკში საჭესთან სხედან და ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ მძლავრ ავტომობილებს. სხვადასხვა მეთოდებით ატყუებენ მშობლებს, რომ უსაფრთხო მოდელია. საბოლოო ჯამში, გვაქვს სტატისტიკა და ვიცით, რომ არასრულწლოვნები ხშირად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში“, - განმარტავს მევლუდ მელაძე.

 

მან  თბილისის მერიას მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის იდეა პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიაწოდა. პროექტზე უშუალოდ თვითონ მუშაობდა, თუმცა, პროცესებში რა თქმა უნდა, საავტომობილო ფედერაციის მთელი გუნდი იყო ჩართული. იმისთვის, რომ სრულად დახვეწილი პროექტი მიეღოთ პერიოდულად საკონსულტაციოდ იმ უცხოელ კოლეგებთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებიც სარბოლო პროექტებში არიან ჩართულნი.

 

„ლილო არენა მულტიფუნქციური კომპლექსი იქნება, ყველა ავტო მოყვარულისთვის კარი მუდმივად ღია იქნება. ტერიტორიაზე ტრასის რამოდენიმე კონფიგურაცია მოეწყობა, ასევე იგეგმება საბავშო მინიატურული, მაგრამ მაღალი გამავლობის ქალაქის მოწყობა, სადაც ოჯახს შეუძლია მოვიდეს და ერთად იმეცადინონ. ტერიტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც განთავსდება შუქნიშნები, აღმართები,დაღმართები და სხვა ელემენტები. ვისაც მართვის მოწმობის  აღების სურვილი ექნება, შეძლებს, რომ კომპლექსში ივარჯიშოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოსკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ეს სივრცე გამოიყენონ. ტერიტორიაზე ასევე იქნება offroad –ის ნაწილი, სადაც მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილების პატრონებსაც შეეძლებათ მოსინჯონ თავიანთი ავტომობილების გამავლობა და მიიღონ დამატებით ინსტრუქტაჟი, გარკვეულ სიტუაციებში როგორ მოიქცნენ“ - , აცხადებს მევლუდ მელაძე.

 

ფედერაცია ვალდებულებას იღებს, განახორციელოს 1,419,500  ლარის ინვესტიცია. რომელიც  ხუთი წლის ვადაში უნდა დაიხარჯოს. აქედან  600 000 ლარი კომპლექსის მოწყობისთვის საჭირო ნებართვის მიღებიდან ერთ წელიწადში დაიხარჯება. თუმცა, როგორც საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გვიყვება, პროექტის მასშტაბი გაცილებით დიდია. ამიტომ პროცესებში ეტაპობრივად კერძო სექტორიც ჩაერთვება.

 

„პროექტის განხორციელებას ძალიან მალე დავიწყებთ, როგორც კი საბუთების მოწესრიგების ფორმალური მხარე ჩაივლის. ვფიქრობთ, რომ რადგან  თანხის მესამედი უკვე გაწერილია, პირველივე წელს გარკვეული რბოლების და წვრთნების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კომპლექსის პირველი სავალდებულო ნაწილის ინვესტიცია პროექტის მიხედვით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარია, თუმცა,ვფიქრობთ, რომ ჯამში დაახლოებით 7 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ამ პროექტით ბევრი უცხოელი მეგობარია დაინტერესებული. ვიმედოვნებთ, რომ საგრანტო პროექტები, რომელზეც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მოიტანს დამატებით თანხას იმისთვის, რომ კომპლექსი უფრო მეტად განვითარდეს, ვიდრე დღეს მომზადებული პროექტია,რომელიც ისეთ ნაწილებად გვაქვს დაყოფილი, რომ კერძო სექტორსაც გაუჩნდება ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპლექსის განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებს. კერძო პატარ- პატარა ინფრასტრუქტურული წერტილები ჯამში ბევრ ინტერესს გააჩენს. პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანო, რადგან იქ ძალიან ბევრი სარბოლო ელემენტებია, როგორც მინიმუმ საბურავების გამოცვლის სერვისია საჭირო, კვების წერტილებია საჭირო და სხვა სერვისებია საჭირო და კერძო სექტორის ინტერესები ამ მიმართულებით იქნება ჩართული.

 

მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ სპორტული კომპლექსი ნებისმიერ მსურველს ვარჯიშისა და მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს.

 

მნიშვნელოვანია პროფესიული ნაწილი,პირველი მძღოლების მომზადება-გადამზადება - სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს, თუნდაც სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ მძღოლები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. მეორე ნაწილი შეეხება შეჯიბრებებს.არსებობს ავტოსპორტის  სხვადასხვა სახეობა,რომელიც ძალიან სანახაობრივია, მაგალითისთვის rallycross, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივია მსოფლიო ავტოსპორტის სფეროში“, - აცხადებს მევლუდ მელაძე.

 

რამდენიმე დღის წინ „კომერსანტი“ დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი სახიფათო მონაკვეთის შესახებ წერდა. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ე.წ „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორია უკანონო რბოლების მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თუმცა, პრობლემის მოსაგვარებლად ამ დრომდე არაფერი კეთდება. საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ლილო არენა არსებულ პრობლემას მოაგვარებს და კომპლექსი გახდება ის სივრცე, სადაც ავტომოყვარულები სპორტულ ჟინს უსაფრთხო გარემოში დააკმაყოფილებენ.

 

„ვფიქრობ, რომ კომპლექსი არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მალამოსავით იქნება.ადამიანებს აღარ ექნებათ სათქმელი, რომ არ გვაქვს ალტერნატივა და უკანონო რბოლით ამიტომ კავდებიან, რა თქმა უნდა ეს არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. ამ ტერიტორიაზე გვექნება საშუალება, რომ ბევრი ელემენტი, რისი გაკეთებაც ან სწავლა უნდათ იმ ახალგაზარდებს, რომელებიც თუნდაც ჰუალინგის გზაზე ერთობიან, საშუალება მიეცემათ ეს ელემენტები კომპლექსში განავითარონ.


ამ პრაქტიკამ სკანდინავიის ქვეყნებში უბედური შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანა, მაგალითად, ნორვეგიაში 2019 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ეს არის ჩვენი სამიზნე და ჩემი ტრაგედიის შედეგ ამ მიზნისკენ სწრაფვა გამიასმაგდა. საქართველომაც უნდა მიაღწიოს ამ შედეგს. თუ გვექნება ლოკაციები,რომელიც მიმართული და ფოკუსირებული იქნება მძღოლის ჟინის დასაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იქნება ყველაფერი. პლუს ვისწავლით ბევრ ელემენტს, რომლითაც შემდგომში თავს დავიცავთ, ჰუალინგის მსგავსი შავი წერტილები ნელ-ნელა გაქრება. თუმცა, ეს ცალკე პრობლემაა და ვთვლი, რომ უფრო მეტი აღსრულების ელემენტი გვჭირდება. პრობლემის მოგვარება არც თუ ისე რთულია როდესაც იცი რომ იქ პრობლემა არსებობს. შავი წერტილების მოგვარება მაინც არის მოგვარებადი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ესეთი ალტერნატივა გვექნება“, - განმარტავს მევლუდ მელაძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up