დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს „დიქტატორი სისხლიანი ხელებით“ უწოდა და გადადგომისკენ მოუწოდა.
„დიქტატორო სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო წადი ახლავე. შენ შენი ბედი განსაზღვრე - ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, - წერს გრიბაუსკაიტე.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაიღუპა 2 დემონსტრანტი, დაკავებულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
imedinews.ge