ლიეტუვის მზის ელექტროსადგური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან

ლიეტუვის მზის ელექტროსადგური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან

access_time2020-06-16 12:50:47

ლიეტუვის ერთ-ერთი უმსხვილესი მზის ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია "Saulės grąža"-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან, რომელიც ექვემდებარება ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს. ხელშეკრულების თანახმად თბილისში აშენდება მზის ელქტროსაქგური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. პროექტის მთავარი მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, ამავდროულად ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2021 წლის მარტში.


„მზის ელექტროსადგურში მიღებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებისთვის. ასევე, დაყენდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც განსაზღვრავს აღჭურვილობის ეფექტურობასა და ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების შეფასებას. დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 300 კილოვატი (kW) იქნება“ - ამბობს პროექტის შესახებ მინდაუგას გერულაიტი, "Saulės grąža"-ის გენერალური დირექტორი. მზის ელექტროენერგიის წარმოებითა და ლიეტუვის ცოდნა/გამოცდილების გაზიარებით პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებას“.


პროექტის განმხორციელებლის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის ქალაქის წარმოსაჩენ ლოკაციაზე მშენებლობა დადებით გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ დელეგაციებზე.


„შეხვედრები და ღონისძიებები, რომლებიც ორგანიზდება ქართველ პარტნიორებთან ერთად, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზებას და გაზის (CO2) გამოყენების შემცირებას. ჩვენ გვჯერა რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვებრძოლოთ გლობალურ პრობლემებს“ - ამბობს მინდაუგას გერულაიტისი.


კომპანია "Saulės grąža"-თვის ეს მეორე პროექტია საქართველოში. 2018 წელს, განცორციელდა პროექტი „ლიეტუვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მზის ელექტროენერგიის ტექნოლოგიებში“ , რომლის ფარგლებშიც მზის ელექტროსადგური მოეწყო ქალაქ რუსთავის მერიასთან, თბილისი სკოლაში, თიანეთის რეგიონალური ჯანმრთელობის ცენტრისთვის, ასურეთის ბაღისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის, თიანეთის სკოლის შენობისთვის.




მზის ენერგიის მზარდი პოტენციალი


„მზის ენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მდგრადი ელექტროენერგიის წყარო, რომელიც დადებით გავლენას ახდენს გარემოს დაცვაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში ინვესტიციის განხორციელება“-ამბობს მ.გერუტალისი. - საქართველოს აქვს შთამბეჭდავი გეოგრაფიული მდებარეობა - 280 მზიანი დღე წელიწადის მანძლზე. მზის სხივების გამოყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად უკვე ფართოდ გამოყენებადია. 2014 წლიდან 2018 წლამდე, 10-ჯერ გაიზარდა მზის ენერგიის გამომუშვების ოდენობა - 229 ასიათასდან 2.4 მილიონ მეგავატ-საათი. აღსანიშნავია, რომ საქართველო სწორად მუშაობს ნიადაგის მოსამზადებლად განახლებადი რესურსების დასამკვიდრებლად და ქმნის ხელსაყრელ პოლიტიკურ-იურიდიული გარემოს ახალი ტექნოლოგიების გასავითარებლად, თუმცა დღემდე მზის ელექტროენერგიის გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა“.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით მზის ელექტროსადგური მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს განახლებადი რესურსების განვითარებაში, ელექტროენერგიის წარმოების სექტორში და მნიშვნელოვნად შეამცირებს CO2 გამოყოფას რეგიონში. აღსანიშნავია, 20 წლის მანძილზე მისი გამოყენება შემცირდება 3226,481 ტონით.




პროექტის ბიუჯეტი 383,730 ევროა (VAT-ის გარეშე). პროექტის ნაწილს - 240,376 ევროს ოდენობით (VAT-ის გარეშე) აფინანსებს ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების პროგრამა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ კონტრიბუციას ახდენს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაში. დაგეგმილისამებრ ეს დაახლოებით 83 260 ევროს შეადგენს.


"Saulės grąža" არის მზის ენერგიის მწარმოებელი ლიდერი კომპანია ლიეტუვაში. კომპანია სპეციალიზებულია განახლებადი ენერგიის ინტეგრირებაში ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, მალიში და სხვა ქვეყნებში. 2012 წლიდან "Saulės grąža" კომპანიამ განახორციელა 550 პროექტი და მთლიანობაში აწარმოა 15 MW. განხორცილებული და მიმდინარე პროექტების გათვალისწინებით ლიეტუვაში წარმოებული მზის ელექტროენერგიის 25 პროცენტს ეს კომპანია აწარმოებს.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up