ლიეტუვის მთავრობა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის დასახმარებლად 100 000 ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე წერს.
„ლიეტუვა განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას: ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა, 100 ათასი ევრო გამოყოს ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, როგორც ჰუმანიტარული დახმარება სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რომელიც COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად“,-წერს ლინას ლინკევიჩუსი.
imedinews.ge