ლიეტუველი დეპუტატი - ევროპა სამართლიანად უნდა მოექცეს საქართველოს, თუ ახლა მას ნატო-ს წევრობის მოლოდინში დატოვებთ, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს

ლიეტუველი დეპუტატი - ევროპა სამართლიანად უნდა მოექცეს საქართველოს, თუ ახლა მას ნატო-ს წევრობის მოლოდინში დატოვებთ, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს

access_time2019-09-10 19:53:06

ჩემი რჩევაა, ყოველთვის მოიქეცით ისე, როგორც რუსეთს არ სურს, გქონდეთ თქვენი დღის წესრიგი, – ასე მიმართა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუველმა დეპუტატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ დეპუტატებს.



მისი თქმით, ევროპა საქართველოს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგან თუ ახლა საქართველო ნატო-ს წევრობის მოლოდინში დარჩება, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს.



„რუსი მაღალჩინოსნების მიერ ნათქვამ სიმართლეს არასდროს აღვიქვამთ სიმართლედ. თუ რუსები რაიმე პოზიტიურს ამბობენ, ჩვენ მაშინვე ეჭვი გვეპარება, რომ რაღაც არასწორად ხდება ჩვენს პოლიტიკაში. თუ რუსები ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, ჩვენ მათ ტაშს ვუკრავთ და ვამბობთ, რომ ეს გამარჯვებაა. თქვენ ყველას გახსოვთ ბუქარესტის სამიტი. ისინი ამბობენ, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის თავდასხმის პროვოცირებას გამოიწვევს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ტყუილია. იმედი მაქვს, დასავლეთში ამ გაკვეთილს აითვისებენ.




როდესაც მე მივდივარ კანცლერ მერკელთან, ყოველთვის ვახსენებ მათ, რომ პუტინმა გაგაცურათ. ვეუბნები, რომ სწორედ თქვენმა უმოქმედობამ უბიძგა რუსეთს ოკუპაციისკენ. ასე რომ, ჩემი რჩევაა, ყოველთვის მოიქეცით ისე, როგორც ეს რუსეთს არ სურს. გქონდეთ თქვენი დღის წესრიგი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკა საბჭოთა ან რუსულ ტყუილზე იქნება აგებული. მაკკეინი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი არის ბენზინგასამართი სახელმწიფო, რომელსაც მაფია მართავს. რა თქმა უნდა, მაფია მუდამ იტყუება და ეს გასაკვირი არაა. საბჭოთა კავშირი აგებული იყო ტყუილზე და რუსეთიც ასე აგრძელებს. ასე რომ, აუცილებელია გქონდეთ თქვენი სიმართლე, სტრატეგია და ხედვა.



ევროპა სამართლიანად უნდა მოექცეს საქართველოს, ისევე როგორც მოგვექცა ჩვენ, რადგან თუ ახლა საქართველოს ნატო-ს წევრობის მოლოდინში დატოვებთ, მაშინ ამ სივრცეს რუსეთის ბნელი ფერები შეავსებს. შემდეგ რუსეთი მათ ნათელ ფერებად მონათლავს. ეს ხომ ტყუილია, ჩვენ კი სიმართლისთვის ვიბრძვით. ასე რომ მკაფიოდ უთხარით ქართველებს, რა უნდა გააკეთონ, რომ ნატო-ში გაწევრიანდნენ. დაასახელეთ ხუთი ან ათი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ნატო-ს წევრობისთვის უნდა გადადგას. ახლა ჩვენ ამას არ ვეუბნებით ქართველებს, ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ მათ, რომ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ მათ ე.წ. ნაცრისფერ ზონაში ვტოვებთ, რითაც მოსკოვს ახალი მიწების წაღების საშუალებას ვაძლევთ“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.




1tv.ge








თეგები:
NATO



2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up