„ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს სიცრუეში და უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შეცდომაში შეყვანაში დებს ბრალს

„ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს სიცრუეში და უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შეცდომაში შეყვანაში დებს ბრალს

access_time2020-09-09 19:25:24

„ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი რომან ანთიძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ირაკლი დუმბაძის ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს ეხმაურება და მას სიცრუის გავრცელებასა და უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შეცდომაში შეყვანაში დებს ბრალს.

 

8 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე მირანდა ერემაძის თავმჯდომარეობით დავით ზეიკიძის საკასაციო სარჩელი განიხილა, რომლითაც ის მის საწინააღმდეგოდ წინა ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. უზენაესი სასამართლო თავისი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. რომან ანთიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„მე, რომან ანთიძე, ვარ ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი. ბავშვობიდან და ძალიან კარგად ვიცნობ ირაკლი დუმბაძეს (ჩვენ დეიდაშვილები ვართ). კარგად ვიცნობ ასევე, დუმბაძის ადვოკატ და მეგობარ ავთო თეთრაშვილს, რომელიც გარკვეული ხანი ასევე მუშაობდა „ლიდერფუდში“. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, უპასუხად არ დავტოვო ის ტყუილები, რაც ავთო თეთრაშვილმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე იკადრა. მე არ შევალ არც საქმის, არც განხილვის დეტალებში, თუმცა იმ უტიფარ სიცრუეს, რაც თეთრაშვილმა დავით ზეიკიძისა და „ლიდერფუდის“ წინააღმდეგ გაავრცელა და ამით საქმის განმხილველ კოლეგიაზე ზემოქმედებას შეეცადა, უპასუხოდ არ დავტოვებ.

 

კერძოდ, მან ურცხვად განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ირაკლი დუმბაძე თავის სიმამრ დავით ზეიკიძესთან დავაში შევიდა, ზეიკიძე ინტენსიურად ცდილობდა კომპანიის კუთვნილი ქონების გადამალვას და მის გაფორმებას თავის ვაჟებსა თუ სხვა პირებზე. თეთრაშვილმა ეს რამდენჯერმე გაიმეორა და ცდილობდა, რომ ამით მოსამართლეებისთვის შეექმნა განწყობა, თუ რა ცუდი და უსამართლო კაცია დავით ზეიკიძე...

 

სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავალ, რომლითაც თეთრაშვილის ტყუილები გამოაშკარავდება, მანამდე მას მინდა ვკითხო - პატივცემულო ავთანდილ, თქვენ რა, პირადად არ იცნობთ დავით ზეიკიძეს? თქვენ რა, არ იყავით დასაქმებული ლიდერფუდში და არ გქონდათ კონტაქტი ბატონ დავითთან ? თქვენ რა, არ იცით „ლიდერფუდის“ ისტორია, მისი შექმნის და განვითარების რეალური ისტორია, რა როლი და რა დამსახურება აქვს ამ ისტორიაში დავით ზეიკიძეს და როდის რა როლს ასრულებდა ირაკლი დუმბაძე? და თქვენ თავს უფლებას აძლევთ და ამბობთ, რომ დავით ზეიკიძე ის კაცია, რომ ვიღაცის ან რაღაცის შიშით ქონების გადამალვა დაიწყოს? ვინ ვინ და პირადად თქვენ ძალიან კარგად იცით სიმართლე და ურცხვად ცრუობთ. ალბათ ისიც კარგად იცით, რომ ეს უბრალო სიცრუე არ არის, ეს დანაშაული და ბოროტმოქმედებაა.

 

ახლა კი, როგორც ლიდერფუდის კომერციულმა დირექტორმა მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. თქვენ სასამართლოს ჯიუტად უმტკიცებდით და ცდილობდით დავით ზეიკიძის რეპუტაციის შელახვას იმით, რომ თითქოსდა ის, დუმბაძესთან სასამართლოთი შეშინებული კომპანიის კუთვნილი ქონების გადამალვას შეუდგა. მაშინ, პატივცემულო ავთანდილ, კეთილი ინებეთ და ახსენით შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. ირაკლი დუმბაძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, რატომ შეიძინა „ლიდერფუდმა“ სახელმწიფო აუქციონზე 300,000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და რატომ დაარეგისტრირა „ლიდერფუდის“ ბალანსზე?

2. რატომ გადავარქვით სახელი კომპანია „ეკონომიქსს“ და რატომ გავხადეთ ისიც „ლიდერი ფუდი“ და რატომ მოვახდინეთ მისი შერწყმა შპს „ლიდერი-ფუდთან“?

3. წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ ჩადო ბატონმა დავითმა მაღაზიათა ქსელის განვითარებაში (რომელიც უკვე „ლიდერფუდთან“ არის შერწყმული ) საკუთარი სახსრები, რაც ნახევარ მილიონ დოლარს აჭარბებს?


4. ამ პერიოდში რატომ შევიძინეთ დავით ზეიკიძის ინვესტიციით ხუთი მნიშვნელოვანი მანქანა-დანადგარი და დავარეგისტრირეთ „ლიდერფუდის“ ბალანსზე? ეს 560,000 ლარზე მეტი დაგვიჯდა.

5. ამ წლების განმავლობაში რატომ ვაფორმებთ ახალ ნაყიდ სატრანსპორტო საშუალებებს კომპანია „ლიდერფუდზე“ და არა სხვა კომპანიაზე ან პირად საკუთრებაში?

6. მიმდინარე ეტაპზე რატომ აწარმოებს „ლიდერფუდი“ მოლაპარაკებას იმერეთის ( კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან ) მიწის ნაკვეთის შეძენაზე, სადაც „ლიდერფუდის“ ახალი ბაზის გაკეთებას ვაპირებთ ?

7. რატომ ხდება, რომ დუმბაძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ერთნახევარჯერ აქვს კომპანიას ბრუნვა გაზრდილი? - ამით ვმალავთ რამეს, ამით ბატონი დავითი პასუხისმგებლობებს გაურბის?

8. პროცესზე რომ ბრძანეთ, სხვა კომპანია დაარეგისტრირეს და იმასაც „ლიდერფუდი“ დაარქვესო და ირონიულად, ჩაიცინეთ, თქვენი აზრით, მოსამართლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, - არ აღელდეთ, გეტყვით რასაც ემსახურებოდა ამ კომპანიის დარეგისტრირება - იმას, რომ ვაპირებდით ნახევარფაბრიკატების წარმოების გაკეთებას, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელ კომპანიად უნდა გვექცია. ეს პროექტი შეჩერდა, რამდენადაც ძალიან ინვესტიციატევადი აღმოჩნდა. იმასაც გეტყვით, რომ თქვენი მარწმუნებლის დირექტორობისას კომპანიიდან დიდი ოდენობით თანხები რომ არ გამქრალიყო (ამ ფაქტებზე უკვე სასჯელს იხდის კონკრეტული პირი), არც ამ პროექტის ამ ეტაპზევე განხორციელება იქნებოდა ძნელი.

პატივცემულო ავთანდილ, თქვენ ეს არ გაინტერესებთ, მაგრამ მე გეტყვით, რატომ ავითარებს დავით ზეიკიძე „ლიდერფუდს“. – „ლიდერფუდი“ ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქეისია საქართველოში. დავით ზეიკიძე კი ის ადამიანია, რომელიც ბიზნესს ათწლეულებია წარმატებით აწარმოებს, აფართოებს მას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამრავლებს დოვლათს და ფიქრობს მის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის თავის მეკვიდრეებზე, შვილებზე და შვილიშვილებზე სამართლიანად გადანაწილებაზე.

 

ახლა კი იმაზე, თუ რატომ გესაუბრებით ამ ყველაფერს თქვენ და არა ბატონ სალიას. - იმიტომ, რომ ისევე როგორც მე, თქვენც კარგად იცით, რა და როგორ იყო რეალობაში, - ვინ არის ირაკლი დუმბაძე და ვინ არის დავით ზეიკიძე.

 

მანამდე კი იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენი მხარე ჩემზე და ჩემს ოჯახზე წარმოუდგენელ ზეწოლას ახორციელებდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემი პიროვნული რეპუტაციის შელახვას, რომ მე „ლიდერფუდს“ ჩამოვშორებოდი (ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები გამაჩნია) მე, როცა საჭირო იქნება, არ მოვერიდები იმაზე სასამართლოს წინაშე ძალიან კონკრეტულ საუბარსაც, თუ რეალურად ვის რა როლი აქვს „ლიდერფუდის“ შექმნასა და განვითარებაში.

 

პატივცემულო ავთანდილ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ლიდერფუდის“ ინტერესების და იმიჯის დასაცავად, მათ შორის, ამ საქმეზე სასაუბროდ, ნებისმიერ დროს მზად ვარ, ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე, თვით პაატა სალიას „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერშიც კი დავჯდე ნებისმიერი ადამიანის პირისპირ, გინდა იყავით ეს თქვენ, გინდა პაატა სალია, გინდაც ირაკლი დუმბაძე და გინდაც სამივე ერთად.

 

რაც შეეხება პაატა სალიას, როგორც ადვოკატს, - ის არც ოჯახის მეობარია, არც ნათესავი და არც გულშემატკივარი. შესაბამისად, ის მხოლოდ სუფთა პროფესიული კუთხით არის ჩართული ამ საქმეში და მისთვის სულერთია (გარდა პროფესიული თვალსაზრისისა) ეს საქმე როგორ დასრულდება.

 

თქვენ? მართლა მაინტერესებს, თქვენ რას აპირებთ პროცესის დასრულების შემდეგ? თქვენ ხომ ირაკლის და მისი ოჯახის მხოლოდ ადვოკატი არ ხართ. თქვენ ხომ მეგობარიც ხართ ქალბატონი ინგასი? მერე რას აპირებთ?

 

თქვენ იმდენ ტყუილს კადრულობთ დავით ზეიკიძის მისამართით, რომ მიკვირს, თქვენს მეგობარ ინგა ზეიკიძეს, მას შემდეგ, რაც ის დღეს თუ ხვალ, გაერკვევა საქმის რეალურ არსში, როგორ შეხედავთ თვალებში ? - არ შეგრცხვებათ?

 

განა რა მატერიალურ სიკეთეს ელით ამ პროცესიდან, რომ ამაზე არ ფიქრობთ?

 

პატივცემულო ავთანდილ, თქვენ შესაძლოა მიპასუხოთ, რომ მე დაინტერესებული მხარე ვარ და დავით ზეიკიძის დავალებით გესაუბრებით ამ ყველაფერს. არა, ჩემო „მეგობარო“. ტყუილად არ დახარჯო სიტყვები, - ეს ჩემი და კომპანია „ლიდერფუდის“ გულწრფელი პასუხია იმ უსამართლობაზე, რასაც პირადად თქვენ ჩადიხართ, როცა ცილს წამებთ კომპანიის დამფუძნებელს და იმდენსაც ვერ თუ არ იაზრებთ, რომ თქვენი ტყუილებით რეპუტაციას ულახავთ კომპანიას, რომელზეც ამბობთ, რომ ინტერესი გაგაჩნიათ და რომელსაც მომავალ პოტენციურ სამსახურად მიიჩნევთ.

 

და ბოლოს. პატივცემულო ავთანდილ, ერთი რიტორიკული კითხვაც თქვეთვის -სასამართლოზე მოწმედ გამოცხადებისას ფიცს რომ დებს მოწმე, რომელიც წარმოთქვავს შემდეგ სიტყებს: „ვფიცავ, ვილაპარაკებ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა“ - ეს ფიცი მხოლოდ მოწმეებს ეხება? ადვოკატებს (ამ შემთხვევაში თქვენზე მაქვს საუბარი), აქვთ უფლება მოსამართლეებს მოგონილი ფაქტები მოუტანოს და ტყუილი და სიცრუე ელაპარაკოს? ეს არ ისჯება კანონით?“, - აღნიშნულია „ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორის რომან ანთიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 



თეგები:
ლიდერფუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up