„ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, ირაკლი დუმბაძის ადვოკატი, ავთანდილ თეთრაშვილი, მერაბ ბაღათურიას პასუხობს

„ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, ირაკლი დუმბაძის ადვოკატი, ავთანდილ თეთრაშვილი, მერაბ ბაღათურიას პასუხობს

access_time2020-08-12 11:26:27

ისევ მუქარანარევი ტექსტები, ისევ ცრუ ბრალდებები, ისევ შეურაცხყობა....! ნუთუ სხვა არაფერი შეგიძლიათ ბატონებო? ნუთუ მთელ ამ პიარკამპანიას სხვა მიზანი მართლა არა გააჩნია?!


აბა რა გითხრათ ბატონო მერაბ, ჩემი განცხადების შინაარსი (რომლის ადრესატიც თქვენ არ ყოფილხართ), სწორედ იმას ეხებოდა, რომ ამ ფორმატში არ არის სწორი ურთიერთბრალდებების ფრქვევა და ამისათვის შესაბამისი უწყებები არსებობენთქო, ხოლო საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თქვენი მხარის ადვოკატს საჯარო დისკუსიაც შევთავაზე, სადაც პარიტეტის დაცვის და პოზიციების უფრო გასაგებად გადმოცემის საშუალება იქნება და საზოგადოებას უფრო ნათლად დაანახებდა თუ ვინ დგას სიცრუის და სიყალბის მხარეს. თქვენ კი ადექით და ეს სივრცე ისევ მუქარისა და ცრუ ბრალდებების სატყორცნად გამოიყენეთ.


მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლოას იმაზე, რაც წინა წერილში მოგახსენეთ და არაფერი მეშლება! დიახ, როდესაც ჩვენი მხარე სასამართლოს პირველივე სხდომაზე თქვენს დაკითხვას ითხოვდა, თქვენი დამქირავებელი და მისი ადვოკატი, კატეგორიულ უარზე იყვნენ. ეს სწორედ ასეა და თუ ჩემი არ გჯერათ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ სხდომის ჩანაწერს (11.07.2019წ. 11.05.56სთ - 11.08.48სთ). ხოლო როდესაც ასეთი პრინციპული წინააღმდეგობაა მოწმის დაკითხვის მიმართ, ეს სხვას არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რომ არაკეთილსინდისიერ მხარეს, წინასწარ მოუმზადებელი ჩვენების თავიდან არიდება სურს. აღარაფერს ვამბობ იმ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებზე, რომელიც საბოლოოდ, თქვენი ჩვენებით დააფიქსირეთ. სხვათაშორის, ჩემი ეს პოზიცია, სასამართლოზეც არაერთხელ დავაფიქსირე, მათ შორის თქვენი დასწრებით და ეს მე გუშინ არ გამხსენებია. სწორედ ეს და არა მხოლოდ ეს გახდა თქვენი ჩვენებისადმი უნდობლობის საფუძველი და როდესაც საქმის ზოგად შეფასებას ვახდენთ, მსგავსი დეტალები არ უნდა გვავიწყდებოდეს.



რაც შეეხება იმ ცრუბრალდებებს, რაცას ასე გულმოდგინედ მიყენებთ, მინდა გითხრათ, რომ თუ ცოტა უფრო კარგად მოინდომებთ, მხოლოდ თაღლითური სქემების დალაგებას კი არა, ლიდერფუდიდან ლონდონამდე გვირაბის თხრასაც წარმატებით ჩამიდებთ, ეს ხომ თქვენი ძლიერი მხარეა! ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თქვენთან კამათს და შეგიძლიათ თქვენი წერილის იდეოლოგს გადასცეთ, რომ ჩემი პროვოცირების ეს მდაბიო მცდელობა ისეთივე კრახისთვისაა განწირული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
რაც შეეხება ჩემი პროფესიული კვალიფიკაციის შეფასებას, ბატონო მერაბ, უნდა გვესმოდეს, რომ ამისათვის მხოლოდ პოლიციური გამოცდილება საკმარისი არ არის და გაცილებით გონივრული იქნება, თუ ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავრჩებით.


ახლა კი, უნდა დაგემშვიდობოთ და იმედს ვიტოვებ, რომ ცხოვრება კიდევ მოგვცემს ერთმანეთთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობას, ისე როგორც ეს ღირსეულ ხალხს შეფერის და არა მაგ შავ პიარზე გათვლილი, მუქარისა და ცრუ ბრალდებებისმექანიზებული მეთოდის გამოყენებით.


თეგები:
ლიდერფუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up