Libre-მ და Fresco-მ მორიგ კვლევაში Agrohub-სა და Carfour-ს გადაუსწრო - EastFruit-ის რეიტინგები

Libre-მ და Fresco-მ მორიგ კვლევაში Agrohub-სა და Carfour-ს გადაუსწრო - EastFruit-ის რეიტინგები

access_time2020-12-18 19:00:21

საიტმა EastFruit.com მორიგი კვლევა ჩაატარა, რომელიც თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის განყოფილებების მდგომარეობას შეეხებოდა.

 

მსგავსი კვლევა 2019 წლის ნოემბერშიც ჩატარდა , ამჟამინდელი კვლევის მიზანი იყო შედეგების შედარება და დინამიკაზე დაკვირვება.

 

კვლევა რამდენიმე კრიტერიუმს ეფუძნება - ხილ-ბოსტნეულის ასორტიმენტი, პროდუქციის ხარისხი, განყოფილების კომფორტულობა მომხმარებლებისთვის და ფასები.

 

2019 წლის ნოემბერში რეიტინგის ლიდერი Carrefour-ი გახდა, თუმცა 1 წლის შემდეგ ის მხოლოდ მე-9 ადგილზეა. პოზიციების ასეთი მკვეთრი გაუარესება ხარისხის ვარდნამ და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია.

 

Libre რეიტინგის მე-7 ადგილიდან მე-2-ზე ავიდა - ქსელმა წინსვლა ყველა კრიტერიუმში აჩვენა, პროდუქციის ასორტიმენტის გარდა. საყურადღებოა, რომ 2020 წელს ყველაზე იაფი ხილ-ბოსტნეული სწორედ Libre-ში იყო. ავოკადოც კი იქ 30%-ით იაფი იყო, ვიდრე საშუალოდ თბილისში.

 

რეიტინგში „მაღაზია სახლის გვერდით  „ნიკორამ“ „აგროჰაბს“ გაუსწრო, პირველ რიგში ხარისხის ზრდის ხარჯზე, თუმცა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების კუთხით, ის მაინც ჩამორჩება.

 

გასულ წელთან შედარებით, „აგროჰაბის“ მიდგომა არ შეცვლილია  - ქსელი ასორტიმენტის კუთხით ისევ ლიდერობს, თუმცა, ხარისხის კუთხით აშკარა ვარდნა აქვს.

 


გაიუმჯობესა პოზიციები „ორმა ნაბიჯმა“, რომელიც 2019 წელს ბოლო ადგილზე იყო - ხარისხი და ასორტიმენტი გაუმჯობესდა, მაგრამ ამავე დროს ფასებიც გაიზარდა.

 

გაუარესდა ხილ-ბოსტნეულის სექციის მდგომარეობა „გუდვილში“ - ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, სამაგიეროდ, ხარისხიც დაეცა. ამის შედეგია - რეიტინგში ბოლო ადგილი.

 

კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წელს კონკურენცია ძირითადად ფასების და ხარისხის შეფარდების კუთხით ვითარდებოდა. ამავე დროს ყველა ქსელში მომსახურეობის დონე გაიზარდა, თუმცა, მყიდველის სწორ ინფორმირებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა  - ხშირ შემთვევაში პროდუქტის ფასი არასაკმარისად გასაგებადაა მითითებული, ხოლო საქონელი სათანადოდ წარდგენილი არ იყო.

 

თბილისში სხვადასხვა სავაჭრო ქსელებს სხვადასხვა პოზიციები უჭირავთ.

 

მაგალითად, „ფრესკო“ მყიდველებს მაღალ ხარისხს და ოპტიმალური ფასებს სთავაზობს, „ნიკორა“ მაღალ ხარისხს და ფართო ასორტიმენტს, მაგრამ ფასებიც შედარებით მაღალია, თუმცა, პრემიალური სეგმენტისთვის მას ასორტიმენტის მრავალფეროვნება აკლია.

 

სამი ქსელი  – Goodwill, Spar, Carrefour —  გამოირჩევიან მაღალი ფასებით და დაბალი ხარისხით.

 

სუპერმარკეტების ქსელი „ლიბრე“ იაფფასიან და საშუალოს შორის ბალანსირებს. თუ ის ასორტიმენტის გაზრდას მოახერხებს და ამავე დროს ხარისხს შეინარჩუნებს, მას პოზიციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

თუმცა, „ლიბრეს“პოზიციონირება დღესაც ოპტიმალურია - საშუალო დონის ფასები ღირსეული ხარისხის პირობებში - ეს ხომ წარმატების საწინდარია

 

„არგოჰაბს“ კი საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწევს, რადგანაც ხარისხის ვარდნა მის გაყიდვებზე შესაძლოა ცუდად აისახოს - ეს ქსელი ყოველთვის პრემიალურ სეგმენტში მუშაობდა და მდიდარ მყიდველებს მაღალი ხარისხით იზიდავდა - მათ შორის ხილ-ბოსტნეულის კუთხითაც.

 

რა თქმა უნდა, საუბარი არაა იმაზე, რომ  დღეს ან ხვალ „აგროჰაბი“ მომხმარებელს დაკარგავს, თუმცა ტენდენცია უარყოფითია, ამიტომაც ამ ქსელისთვის მნიშვნელოვანია პრემიალურ სეგმენტში პოზიციების გამყარება, ეს კი მხოლოდ ხარისხის და ასორტიმენტის გაუმჯობესების გზითაა შესაძლებელი.

 

EastFruit.com

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
eastfruit



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up