ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი  პროექტი იწყება

ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

access_time2020-11-19 13:20:07

დღეს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.


„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას.“ - გიორგი თოდუა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი.


,,ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.’ - ირაკლი აბაშიძე, ლიბერთი ბანკის MSME მიმართულების დირექტორის მოადგილე.



საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.


ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up