ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

access_time2021-04-23 12:55:56

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას  შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

 

 

აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.

 

 

“ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის“ სასურველი მომსახურება.

 


კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში.     აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი” - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა.

 

„მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ  ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი - აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.

 

ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

 

 

ევროინს ჯორჯია აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის წევრია. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს ქონების, ავტოს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევას. ევროინსი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამაში, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და  სოფლის განვითარების სააგენტო ანხორციელებს. სადაზღვევო კომპანია ევროინსის გუნდი მუდმივად მუშაობს პროდუქტის დახვეწაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებელს მრავალფეროვან დაზღვევის პროდუქტებს შესთავაზებს, როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის მიმართულებით. ევროინსი, აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობს ბანკებთან და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უპროცენტო განვადებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები.

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

 


®



თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up