ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით - წამყვანი კომპანიები შეურთდნენ

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით - წამყვანი კომპანიები შეურთდნენ

access_time2020-10-16 10:55:59

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.


16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.


'გულით გაკეთებული სიკეთე, თუნდაც მცირედი, გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ არ მოდუნდე, გაიზიარო, დაეხმარო და ეცადო ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს სჭირდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა წამყვანმა კომპანიებმა, კიდევ ერთხელ გაიზიარეს ლიბერთის ინიციატივა და ღირებულებები და დღეიდან, უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფროსი ასაკის ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ყოველდღიური საჭიროების მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. მჯერა, მხოლოდ ასე გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რომლიც წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო.' - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.



"პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება." - გიორგი გორდაძე - „ევექსი კლინიკების" დირექტორი.


„უკვე მეორე წელია ფარმადეპო ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ფასს სთავაზობს 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას. პანდემიამ ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფარმადეპო, სოციალური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესთავაზებს საუკეთესო პირობას არა მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც შეთავაზება ამ 2 წლის განმავლობაში ისედაც ვრცელდებოდა, არამედ დამატებით მოვლის საშუალებებზე, სამედიცინო ტექნიკაზე, კიდევ უფრო გავაფართოვებთ სოციალური პროექტის არეალს და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საუკეთესო ფასს შევთავაზებთ ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქციაზეც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათით სარგებლობენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, რომელთაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ." - ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი.


„ნიკორა სუპერმარკეტის" და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასები შევთავაზოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური დანახარჯები ყველაზე მაღალ მოთხოვნად პროდუქტებზე' - დავით ურუშაძე, ნიკორა სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი.


(R)


თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up