ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

access_time2019-12-05 14:50:25

5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის ტერმინალზე. ასევე იგეგმება არაერთი საინტერესო კულტურული ღონისძიება თბილისში და რეგიონებში. 

 

„რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა. მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან ერთად განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი“, -განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორმა - გიორგი თევზაძემ.

ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მომხმარებლებზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლიბერთი სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით ქალაქის მასშტაბით დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს პენსიონრებს, ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ“, -განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

 

„მივესალმები ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები შესაბამისად გამოიყენებენ ამ ბენეფიტს. ჩვენთვის, მსახიობებისთვის მაყურებელია მთავარი მამოძრავებელი ძალა და გვახარებს თითოეული სტუმარი, რომელიც მოვა სპექტაკლზე და შეგვაფასებს.“-ამბობს ნანული სარაჯიშვილი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა  და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:


1.      მაღალი დონის კორპორაციული ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობისთვის

 

2.      დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების სამართლიან მოპყრობას, მათ პატივისცემას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებების მიმართულებით და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

 

3.      დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას

 

4.      ქალთა განათლების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

 

5.      კომპანიის განვითარებას, მიწოდების ჯაჭვისა და მარკეტინგის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რაც ქალებს გააძლიერებს

 

6.      დასაქმებულთა ინიციატივების ადვოკატირების გზით, მათი თანასწორობის ხელშეწყობას

 

7.      გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესის გაზომვას და შედეგების გასაჯაროვებას

ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.


R


თეგები:
ლიბერთი



„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up