#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

access_time2020-07-16 14:00:39

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

 

პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო"-სა და „კობი"-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო"-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს.

 

აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს.

 


„მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად  განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო"-ს,  რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და  ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში", - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

 

„კომპანია „აქვა გეო" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო"-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, ფარმადეპო და პსპ,   პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up