ლიბერთი  სოციალურ პროექტებს აგრძელებს

ლიბერთი სოციალურ პროექტებს აგრძელებს

access_time2019-11-07 11:15:01

ლიბერთის ინიციატივით ,,ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ. სრულიად უფასო კურსი 5 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები პროფესიონალი სტილისტებისგან თანამედროვე ვარცხნილობების ტექნიკასა და ვიზაჟის ხელოვნებას შეისწავლიან.


აღნიშნული პროექტი ლიბერთის ხელშეწყობით ზაფხულში დაიწყო და 30-მა მონაწილემ „ნატალი აკადემიის“ სერთიფიკატი მიიღო.


„აღნიშნული პროექტისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ პროგრამის გაგრძელება და ლიბერთის მხარდაჭერით მეორე კურსის მონაწილეები სხვადასხვა სახის პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ვიზაჟის ხელოვნებასაც დაეუფლებიან და კურსის დამთავრებისთანავე შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.” - განაცხადა შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy-ს”დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ.


„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს. ამ უპრეცედენტო ინიციატივით, უფროსი თაობის ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივეცით. ვიმედოვნებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური სივრცეები, ამ ადამიანების თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.


(R)

თეგები:
ლიბერთი



„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up