ლიბერთი განათლებისთვის

ლიბერთი განათლებისთვის

access_time2022-12-07 09:55:06

ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC)  სტრატეგიული პარტნიორია.

 

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.

 

წელს, ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17-მა გუნდმ მოიპოვა. დამატებით 10-მდე ძლიერი გუნდი ჩაერთვება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში. ICPC-ის ნახევარფინალი 7 დეკემბერს ჩატარდება ერთ დროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში. 8 დეკემბერს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრება, სადაც დისტანციურად დაშვებულია უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი.

 


,ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება 2022-2023 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ამავე დღეს, პარალელურად, საერთო მონიტორის თანხლებით ეს შეჯიბრება ჩატარდება კიდევ სამ საშეჯიბრო მოედანზე, რომლებიც მოწყობილია ალმათიში (ყაზახეთი), ბარნაულში და სანქტ-პეტერბურგში. ამ საშეჯიბრო მოედნებიდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდების საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 240-ს. ეს ნახევაფინალური ზონა ფარავს პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდავეთისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ნახევარი ამ ზონის წარმომადგენლებზე მოდის. ცხადია, სისტემატიური მონაწილეობა ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებებში სასიკეთოდ აისახება ყველა მონაწილეზე და ხელს უწობს მათი პროფესიული დონის ზრდას“ -თეოდორე ზარქუა, შეჯიბრების დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

,,ლიბერთიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის -დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები. ვფიქრობთ, აღნიშნული ჩემპიონატი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც  პროგრამირების მიმართულებით  ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენსბანკშიც გააგრძელებენ საქმიანობას. ვიმედოვნებთ, გამორჩეული სტუდენტები, ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up