ლიბერთი პრივილეგირებულ აქციებზე დივიდენდებს გასცემს. ბანკის მიერ გამოცხადებული დივიდენდი 4,565,384 აქციების მფლობელებს შეხვდებათ, თითო აქციაზე 0.17 ლარის ოდენობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯამში 776,115.28 ლარი გამოიყოფა.
თანხის გადახდის თარიღად კი, 1 ივლისი დასახელდა.
ლიბერთი ბანკის 91.18%-ის მფლობელია Georgian Financial Group -ი. ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: 30.4% ირაკლი რუხაძე, 30.39% ბენჯამინ მარსონი და 30.39% იგორ ალექსეევი.
gbc.ge