“ლიბერთი ბანკს”  ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან - გოცირიძე

“ლიბერთი ბანკს” ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან - გოცირიძე

access_time2022-02-12 20:30:44

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალი 7 წლის განმავლობაში “ლიბერთი ბანკს” ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან.

მისი აზრით, აღნიშნულ თანხას ჩვენი ჯიბიდან ჩუქნიან, ბანკის და მთავრობის ლობისტი “ექსპერტები”კი ამის გასამართლებლად რიგში ჩადგნენ.

„არავითარი კონკურენტული ტენდერი არ იქნება, საბოლოოდ 1,2 მილიონი კლიენტი და 4 მილარდ ლარამდე ფინანსური რესურსი დარჩება “ლიბერთი ბანკს” და რას დათმობს ამის სანაცვლოდ? წლიური საშუალო 30,6 პროცენტიანი სესხი პენსიონერებისათვის დაიწევს 26 პროცენტამდე. ამ ბანკიდან სესხებს მხოლოდ პენსიონერები არ იღებენ, უამრავი სხვა მსესხებელიც ჰყავს, ასევე მხოლოდ პენსიების თანხები არ არის მისი საკრედიტო რესურსების წყარო, საკმაოდ დიდი სადეპოზიტო ბაზა აქვს. რომ არა პენსიების დარიგება, ეს ბანკი იქნებოდა ერთი პატარა საკრედიტო დაწესება. ამ ბანკს ბანკად აქცევს სწორედაც რომ პენსიონერები. პენსიების და სოციალური შემწეობების ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდებოდა ბანკის მოგება და პენსიონერებისათვის სესხის პროცენტის მცირე ოდენობით შემცირება ბანკის მოგებას იმ ზომით ვერ შეამცირებდა, რომ მცირეოდენი ეჭვიც გაჩენოდათ, უღირდათ თუ არა პენსიების გაცემის ორგანიზება. პოლიტიკოსების მიერ პენსიების ირგვლივ წამოწყებულმა პოპულისტურმა აქტიურობამ( პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიიდან) დიდი, გარანტირებული ლუკმა ჩაუგდო ხელში „ლიბერთი ბანკს“. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც რუსეთის მთავრობის მეთაურს ვიქტორ ჩერნომირდინს წამოსცდა ერთხელ ხელისუფლების ქმედებებზე: “გვინდოდა როგორც უკეთესად, მივიღეთ როგორც ყოველთვის”, - წერს რომან გოცირიძე.

გოცირიძე მავნებლურ გადაწყვეტილებად აფასებს მთავრობა ბანკისთვის 15 მილიონი ლარის მიცემას პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად. მისი მტკიცებით, სინამდვილეში ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკის მხარდაჭერაა და არა პენსიონერების. 26 პროცენტის ოდენობით წესდება პენსიის ზედა ჭერი. გოცირიძის თქმით, პროცენტის შემცირება სხვა, ჯანსაღი საბაზრო გზითაც იყო შესაძლებელი.

"თუ პენსიონერი 300 ლარს აიღებს სესხად, დღეს წელიწადში 108 ლარის ოდენობის პროცენტის გადახდა მოუწევს, ახალი წესით, 78 ლარის. წელიწადში 30 ლარის შეღავათი პენსიონერს, 15 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორს და მისი იდეოლოგიური მანქანის დამფინანსებელს. პროცენტის შემცირება სხვა, ჯანსაღი საბაზრო გზითაც იყო შესაძლებელი. პარტიები ერთმანეთს ასწრებენ “გამარჯვების” მისაკუთრებაში, სინამდვილეში გაიმარჯვა სხვამ," - წერს გოცირიძე.





შეგახსენებთ,  საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი დაწესდება. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 10%-ით მცირდება და დაწესდება განაკვეთზე ზედა – 26%-იანი ზღვარი. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროცესში ჩაერთვება სახელმწიფოც. კერძოდ, ყოველწლიურად გამოიყოფა 15 მლნ ლარი, რომლის ნაწილიც მოხმარდება საკომისიოების განულებას, ნაწილი კი, მაღალმთიან რეგიონებში პენსიის დარიგების ლოგისტიკური ხარჯების დაფარვას მოხმარდება.


პენსიის გაცემასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ახალი კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესება უკვე გამოთქვა ორმა ბანკმა – „ლიბერთიმ“ და „საქართველოს ბანკმა“. ბანკებისთვის კონკურსი თებერვლის ბოლოს გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მიღებას.

ეროვნულ ბანკში უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეიქმნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი.

ამასთან, რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი – იმერეთში, 10.8 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up