ხუთმა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა I კვარტალში 203,605,818 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა

ხუთმა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა I კვარტალში 203,605,818 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა

access_time2020-06-15 12:00:09

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 203,605,818 ლარი შეადგენდა.

 

საქართველოს ბანკი


2020 წლის I კვარტალში „საქართველოს ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 100,161,763 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი  67,493,281 ლარს შეადგენდა.


აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „საქართველოს ბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 17,986,070,485 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 13,809,818,536 ლარი შეადგინა.

 

თიბისი


2020 წლის I კვარტალში „თიბისი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 79,707,217 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი  51,064,472 ლარს შეადგენდა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში „თიბისი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 19,269,563,370 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 14,749,269,181 ლარი შეადგინა.



 

ბაზისბანკი


2020 წლის I კვარტალში „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 13,252,948 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 8,203,544 ლარი იყო.


აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,762,251,881 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,385,529,285 ლარი შეადგინა.

 

ვითიბი


2020 წლის I კვარტალში „ვითიბი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 10,445,215 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი  8,483,208 ლარს შეადგენდა.


მიმდინარე წლის 3 თვეში „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,755,407,172 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,580,463,370 ლარი შეადგინა.


 

ლიბერთი ბანკი


2020 წლის I კვარტალში „ლიბერთი ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 38,675 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 66,770 ლარი იყო.


აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ლიბერთი ბანკის“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 2,371,778,099 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,926,100,913 ლარი შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up