ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

access_time2021-04-20 11:00:38

დღეიდან, "ლიბერთის მომხმარებლები", კერძოდ, სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, "ევექსი კლინიკების" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ.


განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი - 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.


#ლიბერთიგულით და ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი 2020 წელს დაიწყო, წელს კი სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ფასდაკლებების მიღებას პედაგოგებიც შეძლებენ:


• პროგრამით სარგებლობა პედაგოგებისთვის მარტივია - მათ გაეგზავნებათ სპეციალური შეთავაზება SMS შეტყობინების საშუალებით, რომელიც უნდა წარადგინონ სასურველ კლინიკაში

• საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პედაგოგი, რომელიც რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ევექსი კლინიკებში, მიიღებს ფასდაკლებას იმ მომსახურებებზეც, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

• იგივე ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პედაგოგებზე, რომლებიც მიიღებენ ფასდაკლებას იმ მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან უკვე ამოწურული აქვთ ლიმიტი.



"ლიბერთიგულით" - პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და განსაკუთრებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.


პანდემიისა და პოსტპანდემიის პირობებში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევექსი კლინიკებთან პარტნიორობით, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები.


მოხარული ვართ, რომ დღეიდან განახლებული და განსაკუთრებული პირობებით უკვე ლიბერთის მომხმარებელი პედაგოგებიც ისარგებლებენ", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.


„პანდემიამ ნათლად გამოკვეთა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.


ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ერთი წელია რაც მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დღეიდან განახლებული პირობით ისარგებლებენ და ეს შეღავათები გავრცელდება დამატებით პედაგოგებზეც“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა გიორგი გორდაძემ.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up