ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 32,817,386 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 18,727,996 ლარი.
2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალმა 20,356,921 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 5,198,395 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „ლიბერთი ბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 134,007,384 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 14,338,873 ლარი.
2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 2,455,583,152 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 2,175,288,042 ლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი