ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

access_time2017-03-27 16:48:08

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები.

 


ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს. ამჟამად 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტირებული ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

 


ბენეფიციარები ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან.

 


დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა, ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის.

 


საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.


 

 

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა - განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებ - ლიბერთი ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოიეში არსებულ „ნატვრის ხეზე" დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.
დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა, მცხეთა- მთიანეთის მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა ლია კილაძემ.

 

 

„ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის, გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება" . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა .

 

 

„შშმპ-ებისთვის სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხარში გვიდგანან და ანვითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და უცხოელი მეგობრების დახმარება . ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. იმედი გვაქვს უფრო მეტი ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო. დღეს საქართველოში შშმ პირთა 64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედი გვაქვს ეს სერვისები კიდევ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის,"- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up