ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

access_time2021-02-03 17:55:02

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვახტანგ ბაბუნაშვილი - ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის  პოზიციაზე და დავით აბაშიძე - რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ მმართველ გუნდს.

 

 

ვახტანგ ბაბუნაშვილს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ვახტანგის კარიერა 2005 წელს საკონსულტაციო კომპანია ‘სინერჯი ჯგუფში’ დაიწყო. 2007 წლიდან მას  არაერთი პოზიცია ეკავა ბანკი რესპუბლიკაში (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“), თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში ფინანსური მიმართულებით. 2020 წლის ივლისიდან ვახტანგი ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა ლიბერთი ბანკს.

 

 

ვახტანგ ბაბუნაშვილი ფლობს  INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და 2007 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში საბანკო და ფინანსური ინტიტუტების მენეჯმენტის მიმართულებით.

 

 


დავით აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს. ლიბერთი ბანკის გუნდთან შეერთებამდე იგი მუშაობდა  დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ისეთ გლობალურ ბანკებში როგორიცაა Citigroup და Barclays, სადაც ეხმარებოდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, კორპორატიულ შერწყმა-შესყიდვებში და ინვესტიციების ანალიზში. დავითს  2006-2012 წლებში ეკავა ქართუ ბანკში ფინანსური რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია.

 

 

დავით აბაშიძე ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France)  და CFA აკრედიტაციას.

 

 

‘გასული წელი, ბანკისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ ტრანსფორმაციის პროცესი და დავსახეთ ახალი ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგია. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მმართველი გუნდის ძალიან დიდი გამოცდილება და ერთსულოვნება. გუნდის თითოეული წევრის მონაწილეობით, დღეს უკვე მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს სამომავლო მოქმედების არეალი და გვაქვს მიზანი -  გავაუმჯობესოთ თითოეული ადამიანის, მათი ოჯახისა და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, კორპორაციული ტრანსფორმაციის გზაზე, მმართველ გუნდშიც განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.

 

 

მინდა მივესალმო დავითის და ვახტანგის ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გააგრძელებენ დაწყებულ საქმეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბანკის განვითარებასა და მისი მიზნების მიღწევაში. ვუსურვებ მათ წარმატებას.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up