ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ახალი წევრები შეუერთდნენ

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ახალი წევრები შეუერთდნენ

access_time2020-03-02 12:23:34

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ვაჟა მენაბდე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი აბაშიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ.


ვაჟა მენაბდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჟას კარიერა 1999 წელს საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მას არაერთი პოზიცია ეკავა კორპორაციული საბანკო საქმიანობის დირექტორის მოადგილის და მიკრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციების ჩათვლით. 2010 -2016 წლებში ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას. 2016-2018 წლებში ვაჟას ეკავა სტარტაპ საქართველოს დირექტორის პოზიცია. 2018 წელს ვაჟა მენაბდეს პაშა ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.


ვაჟა მენაბდე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და საერთაშორისო ეკონომიკის MBA ხარისხს. 2019 წლიდან ვაჟა ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management, France) MBA ხარისხს.


ირაკლი აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, უმეტესწილად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით. 2005–2017 წლებში ირაკლის ეკავა არაერთი პოზიცია საქართველოს ბანკში - საკრედიტო ოფიცრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კოორდინატორამდე. 2016 წლიდან ირაკლი ფინკა ბანკ საქართველოს შეუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების კონსულტანტად. 2017 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საკრედიტო დეპარტამენტს ფინკა ბანკში.



ირაკლი აბაშიძე ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) MBA ხარისხს.


„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახალ, ძლიერ გუნდთან ერთად ჩავერთვები ლიბერთის უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების პროცესში. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით გამოვიყენო და მაქსიმალურად სწრაფად შევთავაზოთ ბიზნესისთვის საინტერესო პროდუქტები და მომსახურება“- განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.


„მოხარული ვარ, რომ მე და ირაკლის მოგვეცა შესაძლებლობა განვავითაროთ ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება ბანკში მიმდინარე ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში“ – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.


„მინდა მივესალმო ვაჟას და ირაკლის ბანკის მზარდ გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ლიბერთის განვითარებაში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრებს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციებზე“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up