„ლიბერთი ბანკის“ დაკრედიტების ტემპი 35%-ით გაიზარდა - ლიდერი ბანკების სესხების რეიტინგი

„ლიბერთი ბანკის“ დაკრედიტების ტემპი 35%-ით გაიზარდა - ლიდერი ბანკების სესხების რეიტინგი

access_time2021-05-12 10:00:04

2021 პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკებისმთლიანი სესხების რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საშუალო დაკრედიტების ტემპიც 7,5%-მდე შენელდა, თუმცა ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზრდა მაინც დაფიქსირდა. მაგალითად, ლიდერი ბანკების მონაცემებში სესხების წლიური ზრდის მაჩვენებლით (35,2%-ით) ლიბერთი ბანკი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პროკრედიტ ბანკია 22,4%-იანი ზრდით.


ლიდერი ბანკების რეიტინგი მთლიანი სესხების ზრდის მიხედვით შემდეგია:


ლიბერთი ბანკი -2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 1,775,423,599 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1,313,483,917 ლარი, ზრდა 35,2%;


პროკრედიტ ბანკი–2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 1,425,574,085 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1,164,470,648 ლარი, ზრდა 22.4%;



ვითიბი ბანკი ჯორჯია - 2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 1,457,070,632 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,246,575,669 ლარი, ზრდა 16,9%;


საქართველოს ბანკი - 2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 13,719,449,632 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,468,719,523 ლარი, ზრდა 10%;


თიბისი ბანკი - 2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 15,024,294,133 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,811,272,219 ლარი, ზრდა 8,8%;


ბაზისბანკი - 2021 წლის I კვარტლში მთლიანი სესხები 1,095,158,455 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,106,661,773 ლარი, შემცირება 1%.


თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up