ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

access_time2020-05-08 14:15:56

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ პარტნიორობის ფარგლებში  ლიბერთი ბანკი,  მჭიდროდ  ითანამშრომლებს ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის - აგრო დაზღვევის განვადების მიმართულებებით.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგრო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგრო დაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი.


ლიბერთი ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია:


· 0%-იანი განვადება

· არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები



დაზღვევის პოლისის  განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით 


აგრო დაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

,,ლიბერთი ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრო მიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას.  ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ

 

„დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას,  სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება.  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავენ. ჯიპიაისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რადგან  ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი  0% განვადებით დაფარონ;   მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. - სანდრო კიკნაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორი.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up