Liberation: სომხები ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებენ

Liberation: სომხები ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებენ

access_time2020-11-14 19:00:34

სომხეთის დედაქალაქში დემონსტრანტები თავიანთ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ. მათი აზრით, მთავრობის მეთაურმა მთიანი ყარაბახის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს დაუთმო.

 

ერევანი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოქცეული ლტოლვილებით გაივსო, და ისინი უკან დაბრუნებას არც გეგმავენ  - მათი აზრით ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება  დაბრუნების ყველანაირ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

ფაშინიანმა ამ დოკუმენტს ხელი ღამე, ფარულად მოაწერა, ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა. ეს ნამდვილი ღალატია!“ - ამბობენ პროტესტების მონაწილეები.

 

10 ნოემბერს, 6-კვირიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, რომელთა ცენტრში თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბახის რესპუბლიკა იყო, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს.

 

პირველად 27 სექტემბრის შემდეგ ყარაბახში ზარბაზნები დადუმდნენ. აზერბაიჯანი ზეიმობს სამხედრო გამარჯვებას რომლის სიმბოლოც ქალაქ შუშას დაბრუნებაა, სომხეთი და დამანგრეველ მარცხს გლოვობს. ერევანი ბაქოს არა მხოლოდ თავად ყარაბახის დიდ ნაწილს, არამედ 7 შიდა რაიონს უბრუნებს, რომელიც 30 წლის მანძილზე ბუფერულ ზონას წარმოადგენდა.

 

პაშინიანის თქმით, „წარმოუდგენლად მძიმე გადაწყვეტილება“ მან სომხური ჯარის სრული განადგურების რეალური საფრთხის პირობებში მიიღო.

 

თუმცა, ადამიანები ერევანში, თავისუფლების მოედანზე, თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ უღალატა და იარაღი მაშინ დაყარა, როდესაც სომხური ჯარი გამარჯვების გზას დაადგა.

 


„ჩვენ ვიყავით სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ მოტრიალების ზღვარზე. უნდა დაგვეწყო კონტრშეტევა“ - თვლის გეორგი ავაკიანი სტეფანაკერტიდან, რომელიც 17 ოქტომბერს ოჯახთან ერთად ერევანში ჩამოვიდა იმის შემდეგ, რაც მისი სახლი ჭურვის მოხვედრის შედეგად დაინგრა.

 

სომხეთში ხშირად შეხვდებით რეალობას და მოსახლეობის მიერ ვითარების აღქმას შორის დის სხვაობას. ყველაფერთან ერთად ეს იმითაც აიხსნება,რომ სომხეთის ხელისუფლება ჩვეულებრივთან ერთად,  ციფრების ომსაც აწარმოებდა - ოფიციალური პროპაგანდა ყოველდღიურად იუწყებოდა ასობით დაღუპულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცზე, და ათობით მოგერიებულ შეტევაზე.

 

ამ ფონზე საკუთარი სისუსტის აღიარება და დამამცირებელი შეთანხმების ხელმოწერა ბევრი სომეხისთვის მწარე მოულოდნელობა აღმოჩნდა. ბევრი კი ამ რეალობას დღესაც ვერ ეგუება.

 

„ისინი გვატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ რომ სიმართლე გვცოდნოდა, საზოგადოებაში მეტი მობილიზება იქნებოდა. ჩვენ ძალიან სწრაფად მიხვდით, რომ საქმე იმაზე ბევრად ცუდადა, ვიდრე  გვიყვებოდნენ, თუმცა დაჯერება არ გვინდოდა“  - ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი ყარაბახიდან.

 

მე ვერასდროს ვნახავ ჩემს სახლს. ჩვენი დანაკარგები ამ ომში საშინელია. ფაშინიანის ადგილას მე თავს მოვიკლავდი - თვლის ის.

 

ოპოზიციის თვალსაზრისით, სამარცხვინო დამარცხების ერთად-ერთი დამნაშავეა ნიკოლ პაშინიანი, რომელიც უნდა გადადგეს. მთავრობის მეთაური კი თავის პოზიციას არ ცვლის  - ხელშეკრულებით სომხეთმა შეინარჩუნა ის, რისი შენარჩუნების ძალა არ გააჩნდა.

 

„ჩვენი ჯარიო ალყაში მოხვედრის ზღვარზე იყო, სტეფანაკერტში თითქმის არ დარჩა მებრძოლი, იმიტომ რომ ყველა ფრონტის ხაზზე იყო. გადაწყვეტილება ომის შეწყვეტის თაობაზე იძულებითი იყო“ - იმართლებს თავს პრემიერ-მინისტრი.

 

სომხეთი მარცხს მძიმედ განიცდის - ყარაბახელები ჯვრებს და ზარებს ხსნიან რაიონებში, რომლებშიც დღე დღეზე აზერბაიჯანელები შემოვლენ, საფლავებიდან მიცვალებულებს თხრიან და სახლებს წვავენ იმისთვის, რომ მტერს არ დაუტოვონ.

 

სომხები ყარაბახში არასდროს დაბრუნდებიან  - მათ არ სურთ აზერბაიჯანელებთან ცხოვრება, ხოლო რუსების მხრიდან დაცვის უკვე არ სჯერათ.

 

Liberation.fr

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
სომხეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up