Liberation: პანდემიამ მსოფლიოში სიღარიბე 40%-ით გაზარდა

Liberation: პანდემიამ მსოფლიოში სიღარიბე 40%-ით გაზარდა

access_time2020-12-02 20:00:54

გაეროს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებული 250 მლნ. ადამიანი იქნება. ეს 40%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს და ამის მთავარია მიზეზია კორონავირუსის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ეს მისია უზარმაზარ თანხებს საჭიროებს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მარკ ლოუკოკის თქმით, საუბარია 35 მლრდ. დოლარზე, რომელიც დღეს არ არის. მისი თქმით, ეს თანხები პირველ რიგში მდიდარმა ქვეყნებმა უნდა გაიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 2021 წელს მსოფლიოს სურსათის ხელმისაწვდომობის, სიღარიბესთან ბრძოლის, ჯანდაცვის და განათლების კუთხით მკვეთრი რეგრესი ელის.


ბოლო ათწლეულებში, პანდემიის გარეშეც, ჰუმანიტარული პრობლემები ისედაც, ძირითადად, ორი მიზეზის გამო, გამწვავდა. პირველია კლიმატური ცვლილებები, რომელთა გამო გვალვები, წყალდიდობები, ქარიშხლები და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები აშკარად გახშირდა. მეორეა ლოკალური კონფლიქტები, რომლებსაც ვერც თავად ამ კონფლიქტებში ჩართული ქვეყნები და ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვერაფერს შველიან.


2020 წლისთვის დახმარებაზე სასიცოცხლოდ დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდა ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ პანდემიამ ეს ტენდენცია მკვეთრად გააძლიერა. ღარიბ ქვეყნებში ვირუსზე მეტად ადამიანებს ეკონომიკური ვარდნა კლავს. მოწყვლად სახელმწიფოებში ექსპორტის და ვალუტის შემოდინების მკვეთრი კლება და საერთაშორისი ტურიზმის სრული კრახი უკვე შედგა, ამას ახალი შეზღუდვების ეკონომიკური ეფექტი დაემატა. ეს ძალიან სამწუხაროა იმ ფონზე, რომ ბოლო 50 წელი კაცობრიობამ არნახული პროგრესი სწორედ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში განიცადა. სიღატაკეში დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე 50 წლის წინ და ეს დიდი წინსვლაა, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიამ ამას ყველაფერს, თუნდაც დროებით, მაგრამ აშკარად ხაზი გადაუსვა.


კორონაკრიზისის პირველ თვეებში მდიდარმა ქვეყნებმა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რჩენაზე 20 ტრლნ. დოლარი დახარჯეს და ეს საკმარისი არაა, ეკონომიკური ვარდნა გრძელდება და დახმარება კიდევ ბევრ ადამიანს დასჭირდება. ამ ფონზე მდიდარი სახელმწიფოები ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის ინიციატივით უკვე არ გამოდიან, როდესაც ყველას უჭირს, ქველმოქმედებისთვის არავის სცალია.



3-5 წლის შემდეგ, როდესაც პანდემიის საბოლოო შედეგების შეჯამების დრო მოვა, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ კორონავირუსის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა განათლების დაკარგვა და შემოსავლების ვარდნა იქნება და ეს განსაკუთრებით მძიმე ღარიბი ქვეყნებისთვის იქნება, სადაც ბევრ ღატაკ ბავშვს სწავლაზე უარის თქმა მოუწევს.


თუმცა, ეს, როგორც უკვე ითქვა, 3-5 წლის შემდეგ იქნება, დღეს კი რამდენიმე ქვეყანა მასობრივი შიმშილის ზღვარზეა - მაგალითად, იემენში, სადაც დღესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ამ ქვეყნის მოსახლეობის გადასარჩენად სპარსეთის ყურის მდიდარმა სახელმწიფოებმა 2018-2019 წლებში მილიარდობით დოლარი დახარჯეს, თუმცა, 2020-ში ფინანსური ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ჯერ ერთი პანდემიის დროს ზედმეტი ფული არავის აქვს, მეორეც, ნავთობზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ყველაზე მდიდარი არაბული სამეფოებიც დააზარალა.


ასევე დიდ პრობლემას ჩრდილოეთ სირია წარმოადგენს, სადაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რეგიონებში 3 მლნ.-ზე მეტი ადამიანი, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ეს პრობლემების მხოლოდ ნაწილია და სიღარიბის პრობლემა ასევე სერიოზულად იმ ქვეყნებშიც დგას, სადაც ომი არ არის, ამიტომაც მათ ყურადღებას საერთოდ არავინ აქცევს. სწორედ სიღარიბე და ეკონომიკური ვარდნა იქნება პანდემიის მთავარი შედეგი, რომელთანაც ბრძოლა კაცობრიობას უახლოეს წლებში მოუწევს.


liberation.fr

თენგიზ აბლოთია


თეგები:
სიღარიბე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up