Liberation: ამერიკული დიპლომატია - ტრამპის 400 მძლავრი დარტყმა

Liberation: ამერიკული დიპლომატია - ტრამპის 400 მძლავრი დარტყმა

access_time2020-11-05 19:00:44

ვინც არ უნდა გახდეს აშშ- პრეზიდენტი, 4 წლის წინანდელ მსოფლიოში დაბრუნება შეუძლებელია.

 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბაიდენი უფრო კომპეტენტურ კადრებს შეარჩევს და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, თუმცა ურთიერთობების გართულება ჩინეთთან ტრამპის ახირება არ ყოფილა - ამიტომაც პეკინთან დაძაბულობა შენარჩუნდება მაშინაც კი, თუ ბაიდენი კარს ღიად დატოვებს.

 

ამერიკის როლი მსოფლიოში შეიცვალა და ტრამპიც დიდ პოლიტიკაში სწორედ ამ ტალღაზე მოვიდა. ამიტომაც, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ამერიკასთან ერთად მსოფლიოც იცვლება.

 

თეირანიდან ფხენიანამდე, იერუსალიმიდან პეკინამდე, წარმავალი პრეზიდენტის დიპლომატიური დარტყმების კვალი მსოფლიოს დიდი ხნით დაეტყობა. მათ შორის ზოგიერთი შეუქცევად ხასიათს ატარებს.

 

2017 წელს ჩრდილოეთ კორეა და აშშ ომის ზღვარზე იყვნენ, ტრამპი კიმ ჩენ ინს განადგურებით ემუქრებოდა.. თუმცა, 2018 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - კიმი და ტრამპი სინგაპურში ერთმანეთს შეხვდნენ და სრულიად გაურკვეველი შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც არც ერთი დღე არ უმოქმედია.

 

ჩინეთთან შერკინება ტრამპმა პირველ რიგში ბიზნეს-ინტერესების გამო დაიწყო. არჩევნებამდე მან ამერიკას და ჩინეთს შორის არსებულ ასიმეტრიულ ურთიერთობებზე და პეკინის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაზე საუბრობდა. თეთრ სახლში შემოსვლის შემდეგ მან ჩინური საქონლის დიდ ნაწილზე ტარიფები ასწია..

 

ამჯერად, მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო არა მეტოქე და კონკურენტი, არამედ ღია და გაცხადებული მტერია.

 


ტრამპის კიდევ ერთი დარტყმა - ახლო აღმოსავლეთი..ის, თავის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად მაქსიმალურად პროისრაელურ პოზიციას იკავებს, რითიც ყველაზე გამოცდილ მომლაპარაკებლებსაც კი აგიჟებს. მას აშშ-ს საელჩო იერუსალიმში გადააქვს. ამის შემდეგ ისრაელი შეთანხმებას რამდენიმე მნიშვნელოვან არაბულ ქვეყანასთან აღწევს, რის შედეგადაც პალესტინელებმა არაბული ლობი დაკარგეს.

 

ირანი - დარტყმა ნიკაპში. ტრამპის ქმედებების, პირველ რიგში ბირთვული პროგრამიდან გასვლის წყალობით, ირანს ხელ-ფეხი გაეხსნა, შედეგად კი თეირანი ატომური ბომბის შექმნასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

 

ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის მკვლელობამ კი ირანის გავლენა ერაყში მნიშვნელოვან გაზარდა. გარდა ამისა, ვაშინგტონის ირანულმა პოლიტიკამ ევროპელ მოკავშირეებთან უთანხმოება მნიშვნელოვნად გაზარდა.

 

ქურთები - ეს მკერდში მახვილი“ აღმოჩნდა. ტრამპის ტიპიური გადაწყვეტილება - სასტიკი, დაუსაბუთებელი და არაპროგნოზირებადი.  2019 წლის 6 ოქტომბერს, მოკავშირეების გაფრთხილების გარეშე ის სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას იღებს, რის შედეგად რეგიონში მთავარ მოკავშირეს - ქურთებს - თურქეთს ფაქტობრივად აბარებს.

 

საუბარია ქურთებზე, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინაამღდეგ აქტიურად იბრძოდნენ.

 

შეიძლება კი დედამიწაზე ამაზე დიდი ღალატი არსებობდეს?

 

ტრამპი ცოტას აშენებდა და ბევრს ანგრევდა. ყველაზე მეტად მრავალმხრივი მსოფლიოს წესრიგი დაზარალდა - მას ამერიკა ისეთი ორგანიზაციებიდან გაჰყავს, როგორც პარიზის კლიმატური შეთანხმება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ირანთან ბირთვული შეთანხმება, ადამიანის უფლებების საბჭო, UNESCO და ა.შ.

 

მისმა ომმა გლობალიზაციის წინააღმდეგ მსოფლიოში პეკინის და მოსკოვის გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა.

 

მთავარი, რითიც ჩვენ დონალდ ტრამპი დავიმახსოვრეთ - ეს საერთაშორისო წესრიგის ინსტიტუტების განადგურებაა.

 

liberation.fr

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up