ლიბერალური ფისკალური რეფორმის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ლიბერალური ფისკალური რეფორმის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

access_time2019-12-28 20:00:33

სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და წესრიგის წარმართვაში, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს სტაბილიზაციასა და საჯარო ინვესტიციების აკუმულირებაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საგადასახადო პოლიტიკას. მსოფლიოში ეკონომიკური ჩავარდნების აღსაკვეთად, აქტიურად ნერგავდნენ ფისკალური გადასახადების წახალისების რეფორმებს, რომლებიც უშუალოდ ორიენტირებული იყო შესაძლებლობების ეფექტურად ათვისებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფორმირებისკენ.

გადასახადების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

საგადასახადო სისტემების სტრუქტურა და ტიპი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რაც გა­მოწვეულია როგორც ისტორიული მიზეზებით, ასე­ვე ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობით. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურაში არსებითი მნიშვნელობა პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების თანაფარდობას ენიჭება. არაპირდაპირი გადასახადები, ძირითადად, განვითარებადი და ნაკლებად განვითარებადი ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. პირდაპირი გადასახადები საგადასახადო სისტემის საფუძველს წარმოადგენს, იგი საგადასახადო წნეხის სამართლიანად გადანაწილებას უწყობს ხელს. არაპირდაპირი გადასახადების როლი და მნიშვნელობა საბიუჯეტო შემოსავლებში იზრდება წარმოების შეკვეცის პირობებში და ინფლაციური ტენდენციების გაძლიერებისას. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ძირითადად, არაპირდაპირი გადასახადების ბაზაზე ფორმირდება, ვინაიდან ფისკალურად იგი გაცილებით ეფექტიანია.

ქვეყნების ბიზნეს გარემოს შეფასებაში გადასახადების დონეს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სხვა თანაბარ პირობებში, მეწარმეები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც გადასახადები დაბალია. ბიზნესის კეთების რეიტინგის შეფასების 10 კრიტერიუმიდან ერთ-ერთი სწორედ გადასახადებზე მოდის. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა აქცენტი სწორად აიღეს, როდესაც ეკონომიკური გლობალიზაციის მზარდი ტემპების პირობებში, საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე დაიწყეს ფიქრი, რათა უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის მიმზიდველი გარემო შეექმნათ. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკის ფაქტორებს უშუალო გავლენა აქვს, როგორც ინვესტიციების ზრდაზე, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე.

ინოვაციური საგადასახადო რეფორმის ესტონური გამოცდილება
მას შემდეგ, რაც, გარდამავალ ეტაპზე მყოფმა ესტონეთმა აქტიურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში შეაბიჯა, დაიწყო თამამი რეფორმატორული ნაბიჯების გადადგმა, რათა ბიზნესს მისცემოდა ზრდის პერსპექტივა რეინვესტირების განხორციელებით. რეფორმის გატარებიდან ერთ წელიწადში ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 75% კერძო სექტორის მიერ იქმნებოდა, ბიზნეს სექტორი გახდა მდგრადი ფინანსური კრიზისებისადმი, გაიზარდა ლიკვიდური აქტივების მოცულობა. ინოვაციური რეფორმის კრიტიკოსების მოლოდინები მოკლევადიან პერსპექტივაში გამართლდა, როდესაც კორპორატიული საგადასახადო შემოსავლები განახევრდა, რაც არ იყო სახარბიელო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ამ უარყოფითი ეფექტის მიუხედავად, იმავე წელსვე დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა.

4 წლის თავზე კი უკვე შეინიშნებოდა კორპორატიული საგადასახადო შემოსავლების ზრდა, რაც მშპ-ის 1.78%-ს შეადგენდა. რეფორმამ უცხოურ ინვესტიციებზეც დადებითი გავლენა იქონია, როდესაც 2002 წლიდან 2004 წლამდე მთლიანი მოცულობა 424 მილიონამდე გაიზარდა. 2005-დან 2008 წლამდე ესტონეთმა შეამცირა საშემოსავლო გადასახადი 26 %-დან 21%-მდე, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარების საგადასახადო შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებაზე მეტყველებდა. რეფორმირების შედეგად გაუმჯობესდა ოპერირებადი კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, მათი კაპიტალის ლიკვიდურობა, იმატა მოგების გადასახადიდან მიღებულმა საგადასახადო შემოსავლის წილმაც. სწორედ ზემოთ ხსენებული რეფორმის დადებითი ეფექტის მიღწევამ საფუძველი დაუდო საქართველოში ესტონური გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას საგადასახადო სისტემაში.
ისმის კითხვა, რა პერსპექტივები აქვს საქართველს იმ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება, რა რისკებს შეიცავს აღნიშნული ცვლილება და უკვე არსებული მონაცემების მიხედვით, რა ეფექტი მოახდინა რეფორმის გატარებამ საქართველოს ეკონომიკაზე?

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა

გარდამავალ სტადიაზე მყოფი საქართველო ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალს ფლობს. გასულ ათწლეულში მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პრიორიტეტებიდან აქცენტი კეთდებოდა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და სამამულო წარმოების კონკურენტუანარიანობაზე. საქართველოში ეკონომიკური პროგრესის მთავარ ინდიკატორებს წარმოადგენს ინვესტიციები, კერძო სექტორის პროდუქტიულობა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.



წლების განმავლობაში, როგორც სისტემური, ასევე ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ მიმართული რეფორმების განხორციელების შედეგად, ეკონომიკა საშუალოდ 6 %-ით გაიზარდა, ასევე უმჯობესდებოდა პოზიციები ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსების მიხედვით. მიღწევების მიუხედავად, გატარებული მაკროეკონომიკური რეფორმები საკმარისი არ აღმოჩნდა გრძელვადიანი ინკლუზიური სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს.
სანამ რეფორმასთან დაკავშირებული გამოწვევების, ცვლილების დანერგვის შემდგომი ეტაპის მდგომარეობის შეფასებასა და რეალური მონაცემების გაანალიზებაზე გადავალთ, თავდაპირველად განვიხილოთ, რა ეკონომიკურ-სოციალურ ბენეფიტებს ელოდებოდა საქართველო და რომელ სექტორებზე უნდა ჰქონოდა მასტიმულირებელი ეფექტი ფისკალურ ცვლილებას.

2017 წლის იანვრიდან მიმდინარე რეფორმა უზრუნველყოფს, როგორც ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის, ასევე უცხოური კაპიტალის მოსაზიდად იმ ფისკალური დისციპლინის შექმნას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას განიხილავს, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას და ეკონომიკური ზრდის იმ შემაფერხებელი ფაქტორის დაძლევას, რომელიც ფინანსურ რესურსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. მოგების გადასახადის ესტონური მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაუქმდა მოგების 15 %-იანი გადასახადი რეინვესტირებულ მოგებაზე, რაც კომპანიებს ფინანსური რესურსების მობილიზაციით განვითარების საშუალებას აძლევს. დაბეგვრას ექვემდებარება განაწილებული მოგება, გაწეული ხარჯი ან გადახდა, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.

რეფორმის შედეგად, ოპერირებად კომპანიებს საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების გამო არ უნდა გაეტანათ მოგება და არსებული ფინანსები კომპანიის განვითარებაში ჩაედოთ. ასევე, უცხოელი ეკონომიკური აგენტებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა იმ ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება, სადაც მოგების გადასახადის ლიბერალური სისტემა არსებობს, რაც თავისთავად მეტ წარმოებასა და მეტ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. ამ ცვლილებას თან ახლავს პირდაპირპროპორციული წამახალისებელი ეფექტი, როგორც მთლიან შიდა პროდუქტზე, ასევე მის ცალკეულ კომპონენტებზე, ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობაზე, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ინდიკატორს წარმოადგენს.

რეფორმამდე და რეფორმის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური ტენდენციები
კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა, რომლის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში კანონპროექტის მიღების მიზეზად და მიზნად განსაზღვრული იყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ფინანსურ შედეგად კი განსაზღვრული იყო, რომ იგი დადებითად აისახებოდა იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართ ვრცელდებოდა მისი მოქმედება.

მოგების გადასახადი ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, წარმოადგენს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს, შესაბამისად, ამ საგადასახადო შემოსავალზე ნაწილობრივ უარის თქმა მტკივნეული პროცესი იყო. რეფორმამ კრიტიკოსების მოლოდინები არ გაამართლა დანერგვის პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით, რაც საბიუჯეტო შემოსავლების დეფიციტის ზრდას გულისხმობდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მონაცემებიდან გამომდინარე , საერთო საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებულმა თანხებმა 2017 წელს – 8,991,307.4 ხოლო 2018 წელს – 9,695,962.2 ლარი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში მოგების გადასახადის სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 756,555.5 ლარი, რაც 299,380 ლარით ნაკლებია 2016 წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2018 წელს -736,624.4 ლარი. თუმცა, აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შემცირება მაინც არ მომხდარა, რადგან რისკის პრევენციის სახით გატარდა ფისკალური ცვლილებები დღგ-სა და აქციზის გადასახადებზე, რამაც ხელი შეუწყო მოგების გადასახადის კომპენსაციას.

მთავრობის მიერ შემუშავებულმა ლიბერალურმა რეფორმამ მწარმოებულობისა და დანაზოგების წახალისებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი გამოცოცხლება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი კერძო სექტორს უკავია. ამავე წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს- 19.4 პროცენტით, ხოლო 2018 წელს – 19.5 % – ით გაიზარდა. საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 2017 წელს – 19.6 %-ით, ხოლო 2018 წელს- 10,5 % ით გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაუმჯობესდა სახელმწიფო დეფიციტის მაჩვენებელი, რისი დაფინანსებაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდითა და დანაზოგებით მოხერხდა. სახელმწიფოს ფისკალურმა პოლიტიკამ და მიმზიდველმა რეფორმამ, რეინვესტირებისა და ინვესტიციების დონის ზრდა გამოიწვია, რეინვესტირებამ 2017 წელს 43, 9 %-ს მიაღწია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 1 862 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 16.2 %-ით გაიზარდა. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კი ზრდამ 12.3 % შეადგინა.

დასკვნა

2017-2018 წლის დადებითი ტენდენციებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოგების გადასახადის ლიბერალიზაცია ეკონომიკური კეთილდღეობის სტიმულირებისკენ გამართლებული ნაბიჯია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ფისკალური პარამეტრის მნიშვნელოვანი ზემოქმედება გათვლილია საშუალოვადიან/ გრძელვადიან პერსპექტივაზე, შესაბამისად მოკლევადიან პერსპექტივაში მიღწეული შედეგით რთულია განისაზღვროს მისი მოქმედების არეალი ქვეყნის ეკონომიკაზე.

რეფორმის სასტარტო პოზიციის მხრივ საქართველო ესტონეთთან შედარებით ფლობს უპირატესობას. ქვეყანაში, სადაც საგადასახადო სისტემა ისედაც ლიბერალურია, მოგების გადასახადის ახალი მოდელის შემოღებისგან ნაკლები ბენეფიტია მოსალოდნელი, რაც შეგვიძლია ავხსნათ, 2000 წლამდე ესტონეთში არსებული საგადასახადო წნეხით, რომლის შერბილებამ უდიდესი შესაძლებლობები მისცა კომპანიებს მოეხდინათ მოგების რეინვესტირება.
ზემოთ ხსენებული ფისკალური დისციპლინის ამოქმედებამ ხელი შეუწყო სამამულო წარმოების განვითარებისთვის, კაპიტალდაბანდებისთვის და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მიმზიდველი საგადასახადო გარემოს შექმნას. რეფორმის ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური რყევების სტაბილიზაცია და იმ რიგი ნეგატიური ფაქტორების დარეგულირება, როგორიცაა ინფლაცია, სავალუტო რისკი და პოლიტიკური არასტაბილურობა, რათა საქართველომ ეკონომიკური განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს


ბანკები და ფინანსები





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up