ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული.
კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება მარცვლეულის მიწოდების 5-თვიანი შეფერხებით ახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბეირუთში მდებარე უკრაინის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განმარტებით, ახლა მიმდინარობს მარცვლეულის მყიდველი ახალი კომპანიის ძიება ლიბანში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. როგორც ლიბანის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ხელისუფლებას არანაირი შემხებლობა არ აქვს ტვირთთან, რადგან მისი შეძენით კერძო კომპანია იყო დაინტერესებული.
ამასთან აღსანიშნავია, რომ არც გაერო, რომელიც უკრაინული მარცვეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობდა, არ არის ჩართული მარცვლეულის საბოლოო დანიშნულების პუნქტის განსაზღვრაში, რადგან ეს კომერციული საკითხია.
წყარო: ipn.ge