ლიანა ჯერვალიძე:„გაზპრომს" ყოველთვის შეუძლია აპელირება მოახდინოს იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომლის მონაწილეც ჩვენ გავხდით"

ლიანა ჯერვალიძე:„გაზპრომს" ყოველთვის შეუძლია აპელირება მოახდინოს იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომლის მონაწილეც ჩვენ გავხდით"

access_time2017-01-09 19:00:47

რატომ ვერ ხერხდება "გაზპრომთან" შეთანხმების მიღწევა, რა არის ქართული მხარის ძლიერი მხარე მოლაპარაკებების პროცესში, აქვს თუ არა საქართველოს "გაზპრომის" გარდა სხვა ალტერნატივა, - ამ და სხვა თემებზე რადიო "კომერსანტის" გადაცემაში "სოციალური პოლიტიკა" ანალიტიკოსმა ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძემ ისაუბრა.

 

 

- „გაზპრომის" წარმომადგენლებთან ორჯერ შედგა შეხვედრა, თუმცა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გაიმართება მომავალი შეხვედრაც. „ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თუნდაც იმ შემოთავაზებაზე, რასაც ისინი გვეუბნებიან, რაც ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, საქართველომ უნდა მიიღოს იგივე სარგებელი, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირისაა", - განაცხადა კახა კალაძემ. ხედავთ ამ განცხადებაში ქართული მხარის რაიმე ცვლილებას წინა განცხადებებთან შედარებით?

 

 

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოზიციონირება რასაკვირველია მომგებიანია, მაგრამ რამდენად დაცვადია მოლაპარაკების პროცესში, მე ამას ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს არის ორმხრივი მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკების პროცესში მხარეები უნდა შეთანხმდნენ. მხარეების შეთანხმება შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ კონსესუსის საფუძველზე იმიტომ, რომ სამართლებრივი საფუძველი ჩვენ არ გვაქვს მყარი. საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, ასოცირების ხელშეკრულებით გვავალდებულებს დაუბრკოლებრივ გავატაროთ ტრანზიტი და ტრანზიტის საფასური მივიღოთ სერვისის ფორმით. „გაზპრომს" ყოველთვის შეუძლია აპელირება მოახდინოს ამ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომლის მონაწილეც ჩვენ გავხდით.

 

 

- ანუ „გაზპრომს" რეალურად აქვს ბერკეტი, რომლითაც შეუძლია თავის პირობაზე დაითანხმოს საქართველოს ხელისუფლება?

 


 

- მას საფუძველი აქვს მყარი იმისთვის, რომ მიგვითითოს საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ მას შემდეგ, რაც ასოცირებული წევრი გავხდით ევროკავშირის და იქ არის დაწერილი ტრანზიტის მომსახურების წესები, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანებლოთ. ამავე დროს, ჩვენ ვართ „ენერგო ქარტიის" წევრი, ხელისმომწერი და „ენერო ქარტიის" პრინციპების საფუძველზეც ჩვენ ეს ვალდებლება მრვალმხრივ ფორმატში გვაქვს აღებული. აქედან გამომდინარე შეთანხმება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივ ფორმატში მიღწეული თუ მხარეები კონსესუსს მიაღწევენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ბოლო წლებია განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს და მარტივი არ არის ეს პროცესი ჩვენი მხარისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია დაბრკოლება შევუქმნათ ტრანზიტს და გაზის მიწოდების შეზღუდვა გავაკეთოთ ჩვენი მეზობელი, კეთილგანწყობილი სახელმწიფო სომხეთის მიმართ, რომელიც ამ გაზზე არის დამოკიდებული.

 

 

- რა არის ქართული მხარის ძლიერი პოზიციები ამ მოლაპარაკებების დროს, რომლითაც ის თავის პირობებს დაიცავს ან შესთავაზებს „გაზპრომს"?

 

 

- ერთ-ერთი ძლიერი პოზიცია ის არის, რომ სომხეთისთვის გაზის მიწოდება მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სომხეთი ამ რაოდენობის ვერ მიიღებს, ვერ ჩაანაცვლებს და ამგვარი ჩანაცვლება „გაზპრომისთვის" ხელსაყრელი არ იქნება. არც ჩვენთვის არ იქნება ეს მისაღები, იმიტომ, რომ თუ გაზის გაზრდილი რაოდენობა სომხეთში ირანიდან შევიდა, მაშინ ჩვენ იმ 10%–საც დავკარგავთ. აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები არის მძიმე. როგორ წარიმართება, მე ამას ვერ გეტყვით. იმედი მაქვს, რომ კონსესუსი, რომელიც ამ პროცესში იქნას მიღწეული, არ იქნება ჩვენთვის დამაზიანებელი.

 


- როდესაც ქართული მხარე ან რუსული მხარე, ან ორივე ერთად ამბობს, რომ შედგა შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს მთავრობის მხრიდან სამი დღის წინ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ დროს ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, რომ შეხვედრა შედგეს და ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიონ?

 

 

- შემდეგი შეხვედრა არის დაგეგმილი ამ თვის ბოლოს. არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება ისინი შეთანხმდნენ. რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ სოციალური გაზის კუთხით ჩვენ დაკონტრაქტებული გვაქვს აზერბაიჯანული გაზი 2027 წლამდე და აქედან გამომდინარე იმ საკითხს, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველოს მოსახლეობისთვის, საფრთხე არ ემუქრება, ჩვენ ეს მყარი კონტრაქტი გვაქვს აზერბაიჯანულ მხარესთან. იქაც არის გარკვეული დანაკლისი სოციალური გაზის კუთხით, ვინაიდან ჩვენ ელექტროგენერაციის კუთხით და მოსახლეობის მოხმარების კუთხით მოხმარება იზრდება, მაგრამ ძირითადში ჩვენ სოციალური გაზის მოთხოვნებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ აზერბაიჯანთან დადებული კონტრაქტით, აქედან გამომდინარე ეს ამდენად არ არის მტკივნეული მოსახლეობის მხრივ და ელექტროგენერაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვეზრდება ასევე კომერციული გაზის მოხმარება, რასაკვირველია ჩვენ თუ ეკონომიკური განვითარებაზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, გაზის მოხმარება გაიზრდება.

 

 

გაზის დამატებით რაოდენობის მოწოდება სავარაუდოდ, აზერბაიჯანს გაუჭირდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე მოლაპარაკებების დონეზეც და შეთანხმების დონეზეც ჩვენ „გაზპრომთან" უშუალობა მაინც დაგვჭირდება და ამას გვერდს ვერ ავუვლით. არც ირანიდან და არც თურქმენეთიდან გაზის შემოტანის საკითხი წინ წაწეული არ არის და არ ჩანს პერსპექტივა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს უახლოეს პერიოდში, ამიტომ „გაზპრომთან" ურთიერთობა ჩვენ მაინც მოგვიწევს ამა თუ იმ ფორმით. როგორ მოხერხდება ამის დალაგება ნამდვილად მე არ ვიცი. იმედია, საკითხი გადაწყდება იმგვარად, რომ ძალიან დიდი ზიანი არ მოგვადგება ჩვენ და „გაზპრომის" ბაზარზე შემოსვლა არ იქნება დაკავშირებული სერიოზულ ძვრებთან. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც ყველაზე კონფლიქტში ვიყავით რუსეთთან, ჩვენი გაზის მოწოდების მხრივ დამოკიდებულები ვიყავით „გაზპრომზე" 50%–ით და ამავე წელს ძალიან საინტერესო შეთანხმება გაფორმდა იგივე რუსულ მხარესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ გამოცდილებით, რომელიც 2008 წელს გვქონდა, „ნაციონალური" მოძრაობის დროს უშუალოდ სამხედრო კონფლიქტის შემდეგ და ამ თემის პოლიტიზირება არ უნდა მოვახდინოთ. პრაგმატულად უნდა მივუდგეთ საკითხს.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up