ლევან ყიფიანი - ჩაწერა ძირითადად ხდებოდა ზაზა ოქუაშვილის ოფისში და იყო წინასწარ ინსცენირებული

ლევან ყიფიანი - ჩაწერა ძირითადად ხდებოდა ზაზა ოქუაშვილის ოფისში და იყო წინასწარ ინსცენირებული

access_time2018-10-10 16:53:25

„ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში“, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიცემულ ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც პროკურატურამ ვებგვერდზე განათავსა.

 

„ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან. მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა ჩვენებაში.

 

კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ან/და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თუ ჰქონდა სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან, ლევან ყიფიანი პასუხობს, რომ ფარცხალაძესთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

„არც ერთ დასახელებულ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.


 

მისივე თქმით, ჩაწერა ძირითადად ზაზა ოქუაშვილის ოფისში ხდებოდა.

 

„ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა, თუმცა როგორი სახის და რა ფირმის მე არ ვიცი, ხოლო შემდეგ ზაზა ახდენდა ჩვენს მიერ ჩაწერილი საუბრების გადატანას კომპიუტერში, სადაც ვუსმენდით ჩანაწერებს და თუკი საუბრები ზაზას არ მოეწონებოდა ვახდენდით განმეორებით ჩაწერას და როგორც აღვნიშნე, იყო შემთხვევა, რომ რამოდენიმე დუბლიც კი ჩავწერეთ“, – აღნიშნავს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

 

კითხვაზე: მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სხვა პირებიც მონაწილეობენ საუბრებში და მსჯელობა მიდის სხვადასხვა საკითხზე, აღნიშნული პირები არიან თუ არა ინფორმირებული თავად ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმების შესახებ საუბრების ინსცენირებასთან დაკავშირებით და ისინიც თუ მონაწილეობენ მასში, ლევან ყიფიანი პასუხობს:

 

„მე უშუალოდ ზაზას და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს დათო თოლორდავას, ირაკლი ჩუბინიშვილს, ალექსი ანდრიაძეს შორის მოლაპარაკებებს არ შევსწრებივარ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზამ რამოდენიმეჯერ მასაუბრა დათო თოლორდავასთან და მალაპარაკა წინასწარ დამუშავუბული და ინსცენირებული ტექსტებით, ვფიქრობ, რომ ისინიც საქმის კურსში უნდა იყვნენ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა“, – აღნიშნავს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up