ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით მას აზრს უკარგავს

ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით მას აზრს უკარგავს

access_time2021-03-29 18:40:00

სამწუხარო რეალობა არის, რომ დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირები საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე საუბრობენ და იღებენ გადაწყვეტილებას, არასახელმწიფოებრივად აზროვნებენ, რადგან დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების დაწყებამდე ვხედავთ ისეთ განცხადებებს, რომელიც მოლაპარაკებას უშლის ხელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, „ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის და ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით, საუბრით წითელ და მწვანე ხაზებზე აკეთებს ერთადერთ რამეს, რომ აზრს უკარგავს მოლაპარაკებას“.


„ჩვენი მხრივ ოპოზიცია ვამბობთ, რომ მოლაპარაკებებში ვიქნებით ბოლომდე, ჩვენ მათ შორის მზად ვართ კომპრომისისებისთვის. თუმცა, თუ ისინი ცხადად თვლიან, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, რომ პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ, მაშინ გასაგები ხდება, რომ მათი მხრიდან შეთანხმება ფიზიკურად ვერ მოხდება. სანამ, ნიკა მელია არის ტყვეობაში, მოლაპარაკების მაგიდიდან პოლიტიკური ლიდერი არის მოპარული, სანამ კონკრეტული შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან არ იქნება, მანამდე ოპოზიციის მხრიდან, რაიმე კომპრომისებზე საუბარი სწორედ არ მიმაჩნია. ოპოზიციამ კი იცის რაზე შეიძლება იყოს კომპრომისი, თუმცა ამის საჯაროდ საუბარი არ მიმაჩნია სწორედ. ჯერ ხელისუფლება არც კი მოსულა რაიმე შემოთავაზებით. რა კომპრომისზე წავიდეთ მაშინ, როდესაც მთავარ საკითხზე დღესვე საუბრობს ღარიბაშვილი და კობახიძე, რომ თურმე მორიგება არ იქნება. აბა, სათამაშოდ ხომ არ ჩამოვიდა დანიელსონი. დანიელსონმაც, მიშელმაც იციან, რომ კონკრეტული საკითხებია, რომლებზეც უნდა დასხდნენ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან. ის, რომ მზად არის ოპოზიცია კომპრომისებზე, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ რა ფორმით ამას ჯერ სჭირდება ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.



ამასთან, ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ აცხადებს, რომ ის უკრაინაში სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას და მოღვაწეობას ეწევა.


„როცა ამბობენ, რომ ის არის კრიმინალი, უკაცრავად, მაგრამ წულუკიანის და მურუსიძის სასამართლოს გარდა ამას არ აღიარებს არავინ და წითელი ცირკულარით ეძებენ სააკაშვილს, ევროპამ აღიარა მისი ბრალი, სადმე ვერ გადაადგილდება, თანამდებობაზე ვერ არის, ამერიკაში ვერ ჩადის თუ რა? ეს ხომ ცხადია, რომ არის მათი ბოდვა პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მხარეს, ის რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცვილის ფიგურაა კობახიძეც და თალაკვაძეც, ეს კიდევ უფრო ცხადია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ, კუბილიუსის განცხადება კი არ არის შეურაცხმყოფელი, შეურაცხმყოფელია ის მმართველობის სტილი, რასაც ოლიგარქიული მმართველობა ჰქვია ჩვენს ქვეყანაში, ანუ კუბილიუსს კი არ უნდა ესროლონ ტალახი, მათ იმაზე უნდა იფიქრონ. ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის და ქვეყანაში ჩამოსვლა ყოველგვარი დევნის გარეშე, არის ორჯერ-ორი. ვფიქრობ, არათუ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი პოლიტიკური დევნის გარეშე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up