ლევან ხაბეიშვილი - მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან

ლევან ხაბეიშვილი - მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან

access_time2020-01-24 16:04:07

ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი,- ამის შესახებ საკრებულში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, კრიმინალის წარმომადგენლებიც კი არ იკადრებენ იმას, რასაც „ქართული ოცნების“ წევრები აკეთებენ.


„როგორც ჩვევია „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს დამესია რამდენიმე ადამიანი. ხომ ძალიან პრიმიტიული ხალხია და ასე ფიქრობენ, რომ ამ ფორმით შეიძლება შემაშინონ. თვალი, ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაში მაქვს, მაგრამ ჩემს თვალზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, სამშობლო არის ასეთი კრიმინალების ხელში, სადაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკოსს, დეპუტატს, პოლიტიკური განცხადებების გამო საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასე ქურდულად გაუსწორდნენ. კრიმინალიც კი არ იკადრებს იმას, რასაც ესენი კადრულობენ, პირდაპირ კი არა, ასე მოპარვით, თან ერთი და ორი კი არ გეჩხუბება, 10-15 ადამიანი.


თვალი კი არა, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული, ოჯახი მაქვს გადადებული, მუდმივად მილიონერებზე ვსაუბრობ, ამ კრიმინალებზე ვსაუბრობ, მუდმივად ამათ მხილებაში ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული და ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ, თუმცა ამ დროს ისინი მორალურად რამდენად კარგ პოზიციაში არიან, თავად განსაჯონ. ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ. ამ დროს ისინი მორალურად როგორ მდგომარეობაში არიან თავად განსაჯონ. დღევანდელი დაპირისპირება იმას მოჰყვა, როგორ გავბედე ლევან ხაბეიშვილმა და როგორ ვამხილე ეს ხალხი კორუფციაში, როგორ ვთქვი, დამლაგებელს 8 ლარი რომ აქვს ხელფასი, მონად რატომ ამუშვებთ ქალბატონებს-თქო, აი ამის გამო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.



მისი თქმით, გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებს, რადგან უკეთ იცის, რა ხალხთან აქვს საქმე“.


„ბრძოლასაც გავაგრძელებ, თვალიც მომირჩება, შუბლიც და ბრძოლა გაგრძელდება. ახლა კიდევ უფრო კარგად ვიცი, რა ხალხთან მაქვს საქმე და გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ. ორი ბიჭი მყავს და მათი თანატოლების მომავლისთვის ვარ კრიმინალთან გავეშებულ ბრძოლაში. შეიძლება ნახონ ეს ჩემმა ბიჭებმა, რომ აი, მამას თვალი აქვს დალურჯებული და ვერ გაიგებენ, რა მოხდა. გიორგი და ირაკლი, მამა, უკნიდან მიპარვა ლაჩრულად, საკრებულოს წევრზე თავდასხმა, ან ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა არის ძალიან ცუდი. მამას ეს თვალი მოურჩება და გააგრძელებს ბრძოლას. შენი და შენი თანატოლებისთვის ბრძოლას! ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი.


კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები არიან ესენი ჩემთვის, ინდივიდუალურად არაფერს ნიშნავს. აბა გამოიცანით, ვისი დავალებით არის ეს, ეს არის კალაძის პირადი ინიციატივა. კახი, ამ თვალს მალე მოვირჩენ და შენ რამდენად მყარად იქნები მათ შორის მორალურად, არ ვიცი, ეჭვი მეპარება, რომ ნერვებიც ნორმალურ მდგომარეობაში ჰქონდეთ, ეს ხელი არაა მხოლოდ ჩემთვის დარტყმული ხელი. ეს მოუქნიეს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up