ლევან ხაბეიშვილი: „გენგეგმა იმიტომ ვერ დავამტკიცეთ, რომ კალაძე „არქი ჯგუფს“ ლობირებს“

ლევან ხაბეიშვილი: „გენგეგმა იმიტომ ვერ დავამტკიცეთ, რომ კალაძე „არქი ჯგუფს“ ლობირებს“

access_time2019-01-10 10:00:03

„გენგეგმა აქამდე იმიტომ ვერ დავამტკიცეთ, რომ თბილისის მერი მსხვილი სამშენებლო ბიზნესების პირად ინტერესებს ითვალისწინებს. კალაძე პირდაპირ ლობირებს „არქი ჯგუფს“ და ამიტომაც აჭიანურებს პროცესებს“,- ასე აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი იმ ფაქტს, რომ ახალ წელს თბილისი გენერალური გეგმის გარეშე შეხვდა.


 2018 წლის 4 ივლისს დადებული პირობა თბლისის მერმა დაარღვია. კალაძე მაშინ ირწმუნებოდა, რომ გენერალურ გეგმას 1 ოქტომბრამდე საკრებულო დაამტკიცებდა, დოკუმენტი კი ძალაში 1 იანვრიდან შევიდოდა. თუმცა, საკრებულოში განხილვები ამ დრომდე არ დასრულებულა.


ლევან ხაბეიშვილის თქმით, „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია წულაია კალაძესთან დაახლოებული პირია და ამის გამო კომპანიას ყველა პროექტთან მიმართებაში ანგარიშს უწევს.


„თბილისის მერს ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში,  საკრებულოს სხდომაზე „არქი ჯგუფზე“ დავუსვით შეკითხვაა, რატომ ლობირებს ამ კომპანიას? კერძოდ,  იმავე პერიოდში დიღომში მიმდინარე მშენებლობის შესახებ „არქი ჯგუფის“ ოპერატორმა უფრო ადრე იცოდა, რა ნებართვას გასცემდა თბილისის მერია და საკრებულო, ვიდრე თავად საკრებულომ.  ჯერ ნებართვა არ ჰქონდა კომპანიას აღებული და მშენებლობა უკვე დაწყებული იყო; ყველამ იცის ეს ისტორია. თავის დროზე ჩვენ მაინც გადავამოწმეთ მიმდინარეობდა თუ არა მშენებლობა - „არქიმ“ გვითხრა გვაქვს ნებართვაო. ცხელ ხაზზე დავრეკეთ და  ოპერატორმაც  დაგვიდასტურა ყველაფერი - რამდენსართულიანი შენობა აშენდებოდა, როგორი ტიპის კორპუსი იქნებოდა და ა.შ. ამ საუბრიდან ზუსტად ორ კვირაში პროექტი საკრებულომ დაამტკიცა. იგივე ხდება დღესაც, ამ მსხვილი კომპანიის პირადი ინტერესების გამო ჭიანურდება გენგეგმის დამტკიცება“,- განმარტავს ხაბეიშვილი.


მისივე თქმით, კიდევ ერთი არგუმენტი, სადაც ილია წულაიას და კალაძის ახლო მეგობრობა იკვეთება „სითი პარკთან“ დაკავშირებული მოვლენებია. ამ საქმეზე სასამართლო დავა დღესაც მიმდინარეობს, თუმცა თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენელ ებრაულ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად ისრაელში გამგზავრებულ კალაძეს, სწორედ ილია წულაია ახლდა თან.



„წულაია არის კახა კალაძის პირდაპირი კასირი ანუ მოლარე, ვინც სულ თან დაჰყვება მერს. თუმცა გარდა „არქი ჯგუფისა“  კიდევ რამდენიმე მაგალითი გვაქვს, რის გამოც დღემდე ვერ ვამტკიცებთ დოკუმენტს. მეორე პრობლემაა ის, რომ 1000- გვერდიანი გენგეგმა ისე შეჭამეს, რომ 80 გვერდამდე დაიყვანეს. ფარატინა ფურცლებად აქციეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგრამ იმასაც არ იღებენ რადგან გარკვეული რეგულაციების ქვეშ მაინც მოექცევიან მსხვილი ბიზნესები და მერე ასე უნებართვოდ გაუჭირდებათ მშენებლობები“, - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.


რაც შეეხება თავად არქი ჯგუფისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია წულაიას, „კომერსანტი“ შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე ჩვენს ზარებს და ესემეს შეტყობინებას არ პასუხობს.


ილია წულაია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატი გახლავთ. მისი უძრავი ქონების პორტფელს 2018 წელს 3 ბინა შეემატა. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა კანონმდებელმა თბილისში, ჭავჭავაძის 37-ში მდებარე ამ ბინების შესაძენად ჯამში 210 545 დოლარი დახარჯა.


„არქი ჯგუფის“ დამფუძნებლის და არაერთი კომპანიის მეწილის უძრავი ქონების პორტფელში 2 მიწის ნაკვეთი, 1 არასაცხოვრებელი ფართი და 0.5 მილიონად ნაყიდი სახლი შედის (თბილისში, ფერაძის ქუჩა).


დეკლარაციაშია 2 საათი - ROLEX -ის და HUBLOT -ის ბრენდით, ორივე ნაჩუქარი.


ილია წულაიამ დეკლარაციაში 2017 წლის ხელფასთან ერთად, სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლებიც ასახა, რაც ჯამში 1.79 მილიონ აშშ. დოლარს აღემატება. 2017 წელს წულაიამ ხელმოკლე ოჯახების დასახმარებლად 220 000 ლარი გასცა, 60 000 კი პარტია “ქართულ ოცნებაში ში შეიტანა.



სალომე ლემონჯავა





გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up